მეორე ნახევრის სწორად შერჩევის საკითხი ძალიან ბევრი ადამიანის დღის წესრიგში დგას აქტიურად, თუმცა მათგან ერთეულები ახერხებენ, ზუსტად იმ პიროვნებას დაუკავშირონ ცხოვრება, ვინც რეალურად გააბედნიერებთ...
მოდი, ამჯერად "ზოდიაქოს ქმრების" დახასიათებას გადავხედოთ, ქალისთვის ხომ გაცილებით უფრო რთულია ცხოვრების მეგზურის პოვნა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მამაკაცებისგან განსხვავებით, მათ გაცილებით უფრო მეტი მონოგამიურობა ახასიათებთ.
როგორი ქმარია ვერძი?
ფიცხი, ამაყი და ფათერაკების მაძიებელია. მისი სახით იძენთ ქმარს და ძნელად აღსაზრდელ შვილსაც ერთდროულად.
მინუსები – ინფანტილური, საშინლად იმპულსური და ფეთქებადია. ჯერ აკეთებს, მერე ფიქრობს, ან სულ არ ფიქრობს, ისე აკეთებს. ვერ იტანს შენიშვნებს და ჭკუის სწავლებას.
პლუსები – გულუხვი, კეთილი და მეგობრულია. წყენას არასოდეს იმახსოვრებს. ფულს სწრაფად შოულობს (თუმცა ასევე სწრაფად ხარჯავს).
როგორი ქმარია კურო?
სიმყუდროვის, გემრიელი საჭმელ-სასმლისა და ტელევიზორის პულტის მოყვარულია. სამაგიეროდ, კარგად გამოიმუშავებს ფინანსურად.
მინუსები – საშინლად ჯიუტი, კონსერვატორული აზროვნების მქონე და ზანტია. არ უყვარს ხშირი გადაადგილება და სტუმრად სიარული, მით უმეტეს, ისეთ სახლში, სადაც მოუხერხებელი სავარძლებია.
პლუსები – სტაბილური, მზრუნველი და მყარი ფსიქიკის მქონე მამრია. იშვიათად ღალატობს ცოლს და ოჯახს.
როგორი ქმარია ტყუპი?
ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მოუსვენარი ადამიანია. გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, ასეთივე სისწრაფით იცვლის მათ.
მინუსები – ბევრი ლაპარაკი უყვარს, იშვიათად ასრულებს დანაპირებს, აქვს ჩვევა, გამუდმებით დააგვიანოს.
პლუსები – მხიარული, მრავალმხრივად ერუდირებული და ახალგაზრდული შემართებით სავსეა ცხოვრების ბოლომდე. მასთან მოწყენა შეუძლებელია.
როგორი ქმარია კირჩხიბი?
ზე-მზრუნველი, მეოჯახე და მოსიყვარულეა. დაბადებიდანვე მოწოდებულია, რომ ჰქონდეს ოჯახი, ჰყავდეს შვილები და იზრუნოს მათზე.
მინუსები – ოჯახში ქალიც ის არის და კაციც. ხშირად ცოლის ფუნქციებშიც დაუკითხავად ერევა. უყვარს წუწუნი და თავის შეცოდება. პერიოდულად საშინლად ძუნწი და დეპრესიულია.
პლუსები – მზუნველი, მოსიყვარულე და ერთგული ქმარია. შვილებს დედაზე უკეთ უვლის. თუმცა, საკუთარი მზრუნველობით ზოგჯერ შეუძლია "დაახრჩოს" ისინი.
როგორი ქმარია ლომი?
ქმარი არ არის, საკუთარ ოჯახში მეფე და იმპერატორია.
მინუსები – ეგოისტი, უზომოდ თავმოყვარე და ამბიციურია. მიაჩნია, რომ ოჯახი მასზე დაქვემდებარებული პატარა სამეფოა, ამიტომ მის ბრძანებას ყველა უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს. ეჭვიანი და მესაკუთრეა. არასოდეს გაპატიებთ მთელი საათით დაგვიანებას, როცა თქვენ მხოლოდ საათით და ორმოცდათხუთმეტი წუთით წახვედით მეზობელთან ჩაის დასალევად.
პლუსები – დიდსულოვანი, გულუხვი და კეთილია. არ ახასიათებს მეწვრილმანეობა, არასოდეს ითვლის, რაში ხარჯავთ მის მოცემულ ფულს. ყოველთვის აქვს თუ შესაძლებლობა არა, სურვილი მაინც იმისა, რომ ძვირად ღირებული საჩუქრებით გაგანებივროთ.
როგორი ქმარი ქალწული?
ქმარი-მენეჯერი. მასზე უკეთ ვერავინ დაითვლის, რამდენ ცალ ხელსახოცს მოიხმართ საუზმისას და რამდენი კილოვატი ელექტროენერგია მიგდით ტოსტერის ყოველ გამოყენებაზე.
მინუსები – ხელმომჭირნე, მეწვრილმანე და გამაღიზიანებლად პედანტია. ფერის, ხარისხისა და ლეიბლის მიხედვით აქვს დალაგებული სამოსი საკუთარ გარდერობში. იმავეს მოსთხოვს ცოლს. შეუძლია დაურეცხავი ჭურჭლის გამო განქორწინებაზე შეიტანოს განაცხადი სასამართლოში.
პლუსები – ყოველთვის შოულობს ფულს. თუმცა მისი ხარჯვა დიდად არ ეხალისება. დაკვირვებული, მზრუნველი და წინდახედულია. მასზე უკეთეს მომვლელს ვერსად ნახავთ ავადმყოფობისას. სრულად წაიკითხეთ astrologi.ambebi.ge-ზე..