ოჯახი

კაბის ისტორია, რომელმაც ოჯახის ოთხი თაობა მოიარა

კაბის ისტორია, რომელმაც ოჯახის ოთხი თაობა მოიარა
1927 წელს გადაიღეს ფოტო, რომელზეც პატარა გოგონა ვარდისფერ კაბაშია გამოსახული. ამ ფოტომ დაუდო საფუძველი საოჯახო ტრადიციას, რომელიც უკვე 90 წელი გრძელდება.
ჯენისა და ტერეზას თვალზე ცრემლები ადგებათ, როცა 2 წლის სამერის ფოტოს უყურებენ. სწორედ ეს კაბა ეცვათ მათაც, 1951 და 1962 წლებში.

ოჯახში, ყველა 3 წლამდე გოგონა იღებს ფოტოს კაბაში, რომელიც 90 წლის წინ შეიკერა. სამერის ჩათვლით, ის 4 თაობის წარმომადგენელმა გოგონებმა მოირგეს.

„ყველაფერი დედაჩვენით, ელისაბედ დიკით დაიწყო, - ჰყვება 68 წლის ჯენი. - მას მერე ნივთი თაობიდან თაობას გადაეცემოდა“.
ეს კაბა, 25$ ღირდა.

платье

ელისაბედ დიკი, პირველი ფოტო კაბაში

ბოლო ფოტოსესია ივლისის ბოლოს შედგა, პატარა სამერს თეთრმაქმანებიანი ვარდისფერი კაბა ჩააცვეს და კამერის წინ სკამზე დასვეს.

ადრე ვარდისფერი ისეთი კი არ იყო, როგორც ახლა, უფრო მკვეთრი, მაქმანიც ქათქათა იყო და არა ყვითელი. კაბებს კი არ ატარებდნენ, არამედ ფოტოს გადასაღებად იყენებდნენ“.

ჯენი ამბობს, რომ რაღაც პერიოდი, ყველას ეჭვი ეპარებოდა, რომ ოჯახში გოგონა კიდევ გაჩნდებოდა, სანამ მისი დის შვილიშვილი სამერი არ დაიბადა.

შესაძლოა, ბოლოჯერ ვხედავ ამ კაბას, - ამბობს ჯენი. - ეს ტრადიციაა. ეს რაღაც განსაკუთრებულია“.

Саммер

სამერი

ფოტოსესიის დროს, დიდები სამერს ართობდნენ, რომ არ ეტირა. ტრადიციის მიხედვით, ყველა გოგონა ერთსა და იმავე პოზაში იღებს ფოტოს.

„მხოლოდ ერთმა გოგონამ იტირა ფოტოს გადაღებისას, - ღიმილით იხსენებს ჯენი. - მის დასამშვიდებლად, შევპირდი, რომ ფოტოსესიის შემდეგ ნაყინს ვუყიდიდი“.
ტერეზა ჰათფილდი, სამერის ბებია, მესამე იყო, ვინც ეს კაბა მოირგო 1963 წელს.

Тереза Хатфилд

ტერეზა

„ჩვენს ოჯახში მუდამ ბევრი ქალი იყო. ოჯახი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ასეთი მჭიდრო კავშირი, მეეჭვება, ვინმე სხვას ჰქონდეს“.

„არ აქვს მნიშვნელობა, რა დრო დადგა - კარგი თუ ცუდი. ჩვენ მუდამ ერთად ვართ, ერთმანეთს მუდამ მხარს ვუჭერთ“- სიამაყით აცხადებს ტერეზა.
ოჯახმა გადაწყვიტა, გააგრძელოს ტრადიცია, სანამ კაბა ნაკუწებად არ იქცევა...

„ეს კაბა დედას მაგონებს, - ამბობს მისის ჰათფილდი. - ძალიან გვენატრება ყველას. როგორ მინდა, ჩვენთან ერთად იყოს. არა, მე მწამს, რომ ის ჩვენთან არის, მწამს, რომ ახლა ჩვენ გვიყურებს“.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი