სოციალური ქსელი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა ვქნათ, თუკი ქმრისთვის საინტერესოა ვირტუალურ სამყაროში ყოფნა და არა თქვენთან?
რა უნდა მას?
ანა: ჩემი ქმრის პირად გვერდზე არსად ჩანს, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავს. ჩვენ არ გვყავს საერთო მეგობრები, არასდროს დებს ჩვენს ერთობლივ ფოტოებს, არსად ახსენებს ოჯახს. სოციალური ქსელით შეიძლება დაასკვნათ, რომ ის უცოლოა.
ნინი: ჩემმა ქმარმა დამბლოკა და უარს ამბობს ჩემთან "მეგობრობაზე". ის ამბობს, რომ ეს მისი პირადი სივრცეა და ის არ აშავებს არაფერს, უბრალოდ, მას არ სურს თავისი პირადი ცხოვრების გამომზეურება. მთავარი კი არის ის, რომ მას არ სურს, "გავაკონტროლო".
ნატალია: შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი თავიდან ბოლომდე ჩართულია ქსელურ ცხოვრებაში. ეცნობა გოგონებს, "უწონებს" მათ ფოტოებს, აქტიურად წერს ჩათში. ტექსტების შინაარსიდან გამომდინარე, ეს არ არის უბრალო ფლირტი და მე ეს საშინლად არ მომწონს.
ელენე: ჩემი ქმარი ჩემს ყოფილ დაქალს ეკონტაქტება სოციალურ ქსელში. ისინი ხუმრობენ, ლაპარაკობენ ჩათში, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შეხედულებებს. ურთიერთობენ თითქმის ყოველდღე. რა უნდა ჰქონდეს ორ დაოჯახებულ ადამიანს ერთმანეთთან ამდენი სალაპარაკო?
არარეალური რეალობა
ბოლო 10 წელია სოციალური ქსელი გახდა ფენომენი, რომელსაც სწავლობენ მკვლევარები. "ოდნოკლასნიკები", "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" არის ქსელები, რომლებიც ადამიანების ურთიერთობის ერთგვარი ფორმა გახდა. ჩვენ ვაქვეყნებთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს: შვებულებას, საოჯახო დღესასწაულებს, ბავშვების მიღწევებს, შეხვედრებს მეგობრებთან, ოფისში. ამით გვინდა, ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ ჩვენ შესახებ ყველაფერი. თუმცა არ ვფიქრობთ შესაძლო შედეგებზე. რეალური ღალატი - თავისი შინაარსით ძალიან შრომატევადი და დამღლელი საქმიანობაა: ბევრ რამეზე უნდა იფიქრო, ბევრი რამ გახსოვდეს და გათვალო. მოკლედ, საბოლოოდ თავსატეხი ბევრია.
ვირტუალური "ღალატი" - უბრალოდ კლავიშებია კლავიატურაზე, რის მიღმაც არ ჩანან რეალური ადამიანები. დიახ, არიან მამაკაცები, რომლებისთვისაც თითქმის შეუძლებელია ამ ცდუნებასთან გამკლავება. მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა რამ: რომ არ არსებობდეს სოციალური ქსელი და ინტერნეტი, ადამიანები იძულებულნი იქნებოდნენ, მოეტყუებინათ თავიანთი პარტნიორები სხვა მეთოდით.
რაში სჭირდება?
როდესაც ოჯახის ფსიქოლოგს უყვებიან მსგავს პრობლემებზე, ის სვამს კითხვას:" რას ნიშნავს ეს თქვენი ოჯახისთვის?" რადგან ერთი და იგივე ქმედება შეიძლება სხვადასხვა რამეს აღნიშნავდეს. თუ წყვილიდან რომელიმე მთელი დღე ზის სოციალურ ქსელში, ამ ქმედებასაც აქვს სხვადასხვა მიზეზი. ზოგჯერ საერთოდ უწყინარიც: "მომეცით საშუალება ჩემს თავთან მარტო დარჩენისა და ფანტაზიისათვის". ზოგჯერ კი ეს ქმედება უკანასკნელი ნაბიჯია განქორწინებამდე: "არ ვიცი, კიდევ რითი მიგახვედრო, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა"...
რა მოვიმოქმედოთ? განაგრძეთ კითხვა...