ოჯახი

8 თამაში, რომელიც ახალ წელს ძალიან გაგართობთ

8 თამაში, რომელიც ახალ წელს ძალიან გაგართობთ
ახალი წელი არის მხიარული და ბავშვური დღესასწაული. იმისთვის, რომ ეს დღე კიდევ უფრო მხიარული გახადოთ, წარმოგიდგენთ 8 საახალწლო თამაშს.

1. შეცვლა



თამაშში სტუმრები იყოფიან ორ ჯგუფად. ერთმა ჯგუფმა უნდა შეცვალოს წიგნის, ფილმის, ანდაზის ან გამონათქვამის ყველა სიტყვა ანტონიმებით, ხოლო მეორე ჯგუფი უნდა მიხვდეს, თუ რომელ წიგნს, ფილმს თუ გამონათქვამს გულისხმობს მისი მოწინააღმდეგე ჯგუფი. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც უფრო მეტს გამოიცნობს.

2. გამოიცანი, ვინ ხარ



ამ თამაშისთვის აუცილებელია მოამზადოთ თეთრი ფურცლები. ფურცელზე უნდა დაწეროთ ვინაობა და
ადგილმდებარეობა, მაგალითად: მილიონერი აბაზანაში, ბიონსე სცენაზე, ბრედ პიტი სამზარეულოში. ეს ფურცელი ერთ-ერთმა სტუმარმა უნდა მიიმაგროს შუბლზე, დაჯდეს სკამზე და დასვას ისეთი შეკითხვები, რომელიც დაეხმარება მას, გამოიცნოს, თუ ვინაა და სად იმყოფება. კითხვას უნდა ჰქონდეს თანხმობითი ფორმა, ხოლო სტუმრები მხოლოდ "კი" და "არათი" უნდა პასუხობდნენ, მაგალითად : "მომღერალი ვარ?" "სახლში ვარ?"

3. საჩუქრების ტომარა



მასპინძლები წინასწარ ამზადებენ საჩუქრებსა და მინიშნებებს. სტუმრებს ატყობინებს, რომ საჩუქრების ტომარა მოულოდნელად გაუჩინარდა, თუმცა მისი დაბრუნება შესაძლებელია. სტუმრები იყოფიან ორ ჯგუფად. მასპინძელი ორივე გუნდს აძლევს მინიშნებას. რომელი გუნდიც გამოიცნობს მინიშნებას, ის დაწინაურდება და მასპინძელი მას ერთი ნაბიჯით მიაახლოებს ტომარასთან (მინიშნებები უნდა იყოს გათვლილი არა ზოგად განათლებაზე, არამედ სამეგობრო საიდუმლოებებზე, ე.წ. ინსაიდ ჯოუქებზე). რომელი გუნდიც უფრო მეტ მინიშნებას გამოიცნობს, ის უფრო ადრე მიაღწევს ტომარასთან და პირველები ამ გუნდის წევრები აირჩევენ მათთვის სასურველ საჩუქრებს, დარჩენილი საჩუქრები კი გადაეცემათ მეორე გუნდის წევრებს.

4. დახატე გამოსახულება



თამაშის პრინციპი ასეთია: თითოეული გუნდის მოთამაშეები (მინიმუმ 4-4-კაციანი გუნდი) დგებიან ერთმანეთის უკან. პირველი მოთამაშეები გამოდიან და პრეზენტატორი მათ აჩვენებს რაიმე მარტივ ნახატს. მოთამაშეები მიდიან თავიანთი გუნდის ბოლო მონაწილესთან, ზურგზე ადებენ ფურცელს და ხატავენ ამ გამოსახულებას. შემდეგ დახატულს აჩვენებენ ბოლო მონაწილეს, ვის ზურგზეც დახატეს. შემდეგ უკვე ეს ბოლო მონაწილეები ხატავენ ზუსტად იმავე პრინციპით და ასე გრძელდება თამაში. საბოლოოდ, გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის ბოლო მონაწილის ნახატიც ყველაზე მეტად ემსგავსება პრეზენტატორის მიერ ნაჩვენებ სურათს.

5. ისტორია



ერთ-ერთმა მონაწილემ უნდა მოიგონოს რაიმე ისტორია და მეორე მონაწილეს უამბოს ჩუმად, ისე, რომ დანარჩენებმა ვერ გაიგონ. შემდეგ ეს მონაწილე უამბობს შემდეგ მონაწილეს და ასე გრძელდება. ბოლოს უნდა გამოვიდეს ბოლო მონაწილე და მოჰყვეს ისტორია, რაც მან მოისმინა. შემდეგ უნდა გამოვიდეს პირველი მონაწილე და მანაც თავისი შექმნილი ისტორია მოჰყვეს. მიხვდებით, რომ გადაცემის პროცესში ინფორმაცია დამახინჯდა და შემოკლდა. ეს მეტად სასაცილო და სახალისოა.

6. საახალწლო დაპირებები


ძალიან ბევრ ადამიანს ახალი წლიდან ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს. ამიტომ ისინი აკეთებენ გეგმებისა და დანაპირებების სიას. თამაში მდგომარეობს შემდეგში: ყველა მონაწილე წერს რამდენიმე დანაპირებს და გეგმას სხვადასხვა ფურცელზე. შემდეგ ყველა ურევს ამ დანაპირებებს ერთმანეთში. პრეზენტატორი იღებს ერთ-ერთს და მონაწილეებმა უნდა გამოიცნონ, თუ ვის ეკუთვნის ეს დაპირება. თამაში ძალიან სახალისოა. ეცადეთ, დაწეროთ მხიარული და თქვენთვის არადამახასიათებელი გეგმები, რათა თამაში მეტად მხიარული და სასაცილო გამოვიდეს.

7. ზღაპარი



ყველა მონაწილე, გარდა ერთისა, ტოვებს ოთახს. ეს ერთი მონაწილე წერს რაიმე ტექსტს ფურცელზე, შემდეგ ოთახში შემოჰყავს ერთი მონაწილე და ცდილობს, ეს ტექსტი მოუყვეს სიტყვების გარეშე, მოძრაობებით. შემდეგ მეორე მონაწილე უხსნის მესამეს და ასე გრძელდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოთახში სულ მხოლოდ ორი მონაწილე უნდა იყოს, ის, ვინც ხსნის და ის, ვინც უხსნის. ბოლო მონაწილემ უნდა დაუძახოს ყველას ოთახში და ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი. შესაძლოა, ის მოძრაობებს საერთოდ არ დაემთხვეს. ეს თამაში მეტად სახალისოა. 

8. რა მოხდება, თუ...



მონაწილეებიდან ერთ-ერთი არის წამყვანი, რომელიც სვამს კითხვას, რომელიც უნდა იწყებოდეს ასე: "რა იქნება, თუ..." (მაგალითად: რა იქნება, თუ ახლა მეძინება). დანარჩენმა მონაწილეებმა უნდა მოიფიქრონ ძალიან სასაცილო და არალოგიკური პასუხები. ვინც ვერ მოიფიქრებს, შემდეგ ის ხდება წამყვანი.

ნინია მედულაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30