მეგობრების დახმარებით ტექნიკური სირთულეები გადალახეს და საყვარელი ადამიანის გულის მოგების მიზნით, ბიჭებმა ქართული ტელესივრცე და სოციალური ქსელი მათ საგმირო საქმეებზე აალაპარაკეს.
ბეჭედი "შავი ყუთით"
ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ყველაზე არაორდინარული ცოლობის თხოვნის ისტორიებს ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" გმირების ამბით დავიწყებ. ანი მარდალეიშვილი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე დაძაბულ თამაშში მონაწილეობდნენ. წამყვანმა დარბაზში "შავი ყუთის" შემოტანა მოითხოვა და კითხვა გამოაცხადა: "ის, რაც დევს შავ ყუთში, პირველად 1300 წელს გამოიყენა ესპანელმა ექიმმა და ალქიმიკოსმა არნოლდ ვილანოველმა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მონოპოლიას მის წარმოებაზე მხოლოდ ჰოლანდიელები ფლობდნენ. ამიტომ სახელწოდება ჰოლანდიური ენიდან მოდის. 1640 წლიდან მას ძირითადად მცენარე ჰელიოტროპისგან ამზადებდნენ. რა დევს შავ ყუთში?" - იკითხა წამყვანმა. რამდენიმეწუთიანი დაძაბული ფიქრის შემდეგ ანი მარდალეიშვილმა კითხვას უპასუხა - "ლაკმუსის ქაღალდი", მაგრამ ყუთში საქორწინო ბეჭედი აღმოჩნდა. ალექსანდრემ ანის ხელი ეთერში სთხოვა.
ანი მარდალეიშვილი: "ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, ჩვენმა ძალიან ახლო მეგობრებმაც არ იცოდნენ ამ გეგმის შესახებ, მათ შორის მათაც, ვინც მაგიდასთან იჯდა. იცოდა მხოლოდ გიორგი იაშვილმა და ბატონმა წამყვანმა გიორგი მოსიძემ, რომელიც იდეის განხორციელებაში დაეხმარა. დარბაზში იყვნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ძმაც და ყველასთვის მოულოდნელი იყო. მაქსიმალურად კონსპირაციულად შეძლო ეს გეგმა განეხორციელებინა და არ მოსულიყო ხმა ჩემამდე. კითხვაც თვითონ მოიფიქრა, სცენარიც. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაკმუსი იყო სწორი პასუხი და ყუთში აუცილებლად ეს იქნებოდა. ლოგიკურად, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა თამაში და ესე არალოგიკურად დასრულდა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ. დავიბენი თავიდან, თუმცა უცებ მოვახერხე რეაგირება. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი. შემდეგ დიდხანს ვიხსენებდი ამ მომენტს. ვიდეო რომ ვნახე, გვერდიდან შევხედე ჩემს თავს და მივხვდი, რომ ძალიანაც არ დავბნეულვარ. საერთოდ, თამაშის დროს ძალიან დაძაბული ხარ და მობილიზებული. ზოგადად, ძალიან მტირალა ვარ, მაგრამ იმ მომენტში ცრემლები არ წამომსვლია. შეიძლება სხვა სიტუაციაში კიდევ უფრო ემოციური ვყოფილიყავი, მაგრამ იქ თავი შევიკავე, თამაშიდან გამომდინარე".
ხელის თხოვნა ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე
გუდაურში სეზონის დახურვაზე წასული მეგობრები ყველასაგან გასხვავებული და კრეატიული ხელის თხოვნის დამსწრენი გახდნენ. ერთმანეთისგან სიურპრიზებით განებივრებული წყვილი მოულოდნელობებს მიჩვეული იყო, თუმცა შეყვარებულისგან ასეთ არაორდინარულ ქცევას თეონა ჩაჩუა ნამდვილად არ ელოდა. გიორგი დანელიამ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. მეგობრები ვიდეო და ფოტოგადაღებისთვის მოემზადნენ, ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე ტექნიკა აიტანეს, მფრინავ დრონს ბეჭედი გამოაბეს და შემდეგ რაც მოხდა, ამას უკვე თავად გიორგი გიამბობთ:
"მეგობრები წამოვიდნენ, რომლებიც ხატავდნენ, პულველიზატორით უნდა დაგვეწერა ძალიან დიდი ტექსტი და ის უნდა გადაგვეღო დრონით. შემდეგ თეონასთვის უნდა გვეჩვენებინა. უბრალოდ, ისეთი ქარბუქი და თოვა ამოვარდა, რომ გეგმები შეგვეცვალა. ჩამოვკიდეთ ტექსტი, სადაც ეწერა Marry Me. მეგობრების დახმარებით მოვახერხე ეს ყველაფერი. ტექნიკურად რთული შესასრულებელი იყო, იმიტომ, რომ გუდაური 2 000-3 000 მეტრზეა ზღვის დონიდან. ზემოთ ვიყავით ხიჟინაში, რომელიც მეორე საბაგიროს ზემოთ მდებარეობს და ყველაფრის ტრანსპორტირება მოგვიხდა ხიჟინამდე, თან ყველა ვსრიალებდით. სერიოზული მუშაობა დაგვჭირდა...
თეონა ამ დროს გოგოებთან ერთად ხიჟინაში იჯდა. ბიჭები გარეთ გავედით. ეგონა, რომ სასრიალოდ წავედით. ტელეფონზე ელაპარაკებოდა თავის დას, თან კამერა ჰქონდა ჩართული. ამ დროს იმ ფანჯარასთან, სადაც იჯდა თეონა, მიფრინდა დრონი, რომელზეც ეკიდა წარწერა Marry Me. დაინახა თეონამ და ვერ მიხვდა. თან ელაპარაკება თავის დას და თან გამოდის ტელეფონით და აჩვენებს, ნახე, გარეთ რა ხდებაო, გიორგიმ რაღაც მოაწყოო. შემდეგ უკვე მიხვდა, ხალხი რომ შემოეხვია ირგვლივ და მეორე დრონმა დაიწყო ჩამოფრენა, რომელსაც ბეჭედი ჰქონდა გამობმული..." წაიკითხეთ სრულად + ვიდეო