ნაადრევი ქორწინების რიცხვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მოლდოვის შემდეგ მეორე ქვეყანაა.
ბავშვური სიყვარული, როგორც წესი, ცხოვრებას ვერ უძლებს, რაც ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. 17-19 წლის ასაკში ბევრმა ცნობილმა სახემ შექმნა ოჯახი, თუმცა უმრავლესობას შვილების გაზრდა უკვე ყოფილ მეუღლესთან ერთად უწევს:
19 წლის თიკა ჯამბურიამ ბექა ხოფერიაზე იქორწინა. ცოლ-ქმარმა ბავშვის დაბადების შემდეგ მხოლოდ ერთი თვე იცხოვრა ერთად. ახლა მათი ქალიშვილი ნინა 6 წლისაა.
მარიამ როინიშვილი 20 წლის ასაკში მსახიობ გიორგი მახარაძეზე გათხოვდა. ისინი პატარა ელენეს ერთად ზრდიან, თუმცა წყვილმა თანაცხოვრება ვერ შეძლო.
ცნობილმა ტელე-რადიო წამყვანმა თამუნა მუსერიძემ და მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ოჯახი ძალიან ნაადრევად შექმნეს, თუმცა წყვილი თვე-ნახევარში დაშორდა.
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ნაადრევ ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული დათო სალაძე იყო. თაკომ და დათომ ოჯახი სიყვარულით შექმნეს, მაგრამ ზუსტად 7 თვეში დაშორდნენ.
მსახიობი და სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილი 17 წლის გათხოვდა. მისი ქმარი ირაკლი ბარბაქაძე გახლდათ. შორენა ბევრს შრომობდა და ქმარ-შვილს არაფერს აკლებდა, რასაც საჯაროდ აღიარებს. თუმცა შორენას და ირაკლის ოჯახი წლების შემდეგ დაინგრა.
მომღერალი თამთა გოდუაძე ბავშვობაში გათხოვდა. მისი ქმარი შმაგი ხაჭვანი გახლდათ. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, მაგრამ მათი ოჯახი მალე დაინგრა. თამთა საბერძნეთში წავიდა, სადაც დედამისი ემიგრანტის სტატუსით ცხოვრობდა და მისი, როგორც მომღერლის კარიერა აიწყო.
მარიამ ელიაშვილი
ქართველი "სელებრითების" ტოპ 6 სკანდალური ფოტო, რომლებმაც სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს