გიორგი ბახუტაშვილის და თაკო შოშიაშვილის ქალიშვილი ბეა 3 წლის გახდა. წყვილმა პატარა პრინცესას დაბადების დღე გასართობ ცენტრში გადაუხადა - ნათესავებისა და მეგობრების წრეში.
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ და ერთად ზრდიან პატარა ქალიშვილ ბეას, რომელიც უკვე წამოიზარდა და ლამაზი გოგონაა, ისევე, როგორც მისი მშვენიერი დედა თაკო. გიორგის მეუღლე მოდელია და ოპერატორი.
როგორც თაკო ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: "გიორგი გადასარევი მამაა, მაქსამალურად ერთვება ყველაფერში; მეტიც, თავიდან ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ ამყავდა, მეშინოდა. ზოგადად, პირიქით ხდება, კაცებს ეშინიათ ჩვილებთან მიკარების, რომ არაფერი ატკინონ, რამე არ დაუშავონ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. არ ვიცი, რა მჭირდა. ალბათ, მშობიარობის შემდგომი უაზრო ფიქრების ბრალი იყო. მეგონა, რაღაცას აუცილებლად დავუშავებდი და ამიტომ ვერაფერს ვუკეთებდი. ერთადერთი, რაც იყო, ხელში დამაჭერინებდნენ და ვაჭმევდი. ღამე რომ იღვიძებდა, გიორგი უცვლიდა, მე ვედექი თავზე. მეჩხუბებოდა, დაიძინე, ღამეს რაღას ათენებ ტყუილადო, მაგრამ ვერ ვისვენებდი და თავზე ვედექი, გიორგი კი აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებდა, პამპერსსაც უცვლიდა და ხელითაც დაატარებდა აქეთ-იქით. ახლაც, როცა თავისუფალი დრო აქვს, მაშინვე სახლში გამორბის, სულ მოეჩქარება. როცა ბავშვი მასთანაა, არ ვღელავ. ყველაფერი იცის, ყველაფერს უკეთებს ისე, როგორც საჭიროა. სანამ ბეა გაჩნდებოდა, მანამდე ვიცოდი, რომ გიორგი ძალიან კარგი მამა იქნებოდა და ასეც არის".
იხილეთ ფოტოები დაბადების დღიდან