ოჯახი

რას უნდა ნიშნავდეს სამაჯური, რომელსაც პრინცი მუდამ თან ატარებს?

რას უნდა ნიშნავდეს სამაჯური, რომელსაც პრინცი მუდამ თან ატარებს?
პრინც ჰარის საყვარელი სამაჯური აფრიკულ სტილში, რომელსაც იგი არასდროს იხსნის. ეს იქნება სპორტული შეჯიბრი თუ ოფიციალური შეხვედრა. მისი გაკეთება ქორწილის დღესაც კი არ დავიწყებია.


ჰარი ამ სამაჯურით პირველად შემჩნეულ იქნა 2001 წელს. საინტერესოა, ეს მისი თილისმაა თუ საყვარელი ადამიანის მოგონება...


როგორი მზრუნველი დედაც იყო პრინცესა დიანა, ეს ისტორიამ კარგად შემოგვინახა, თუმცა არავისთვისაა საიდუმლო ის ფაქტიც, რომ უმცროს ვაჟთან მას განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა.


გარეგნულად იგი იმდენად ჰგავდა დედას და მის ნათესავებს, რომ დიანამ მას „პატარა
სპენსერიც“ კი შეარქვა.

1997 წელს, ლედი დიანას გარდაცვალების შემდეგ, ჩარლზმა თავისი ორი ვაჟი - 15 წლის უილიამი და 13 წლის ჰარი აფრიკაში გაგზავნა. ამით სურდა, შვილებისთვის აერიდებინა ის სტრესული გარემო, რომელიც იმ დროს დიდ ბრიტანეთში სუფევდა.


დიდი ალბათობით, პრინცმა სამაჯური აფრიკაში დედის ხსოვნის პატივსაცემად შეიძინა.




ანი მაისურაძე



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93