ლიზა მაღრაძე
ლიზა მაღრაძეს საქართველოში მეტ-ნაკლებად იცნობენ. ის ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია. ლიზა 4 წლის იყო, როცა სიმღერა დაიწყო და თათია გიორგობიანთან დუეტი ჩაწერა. ამას მოჰყვა ტელევიზია - ლიზას სხვადასხვა დროს "იმედზე" სხვადასხვა რუბრიკა მიჰყავდა. ახალგაზრდა გოგონა პროფესიით მსახიობია. შეეძლო საზღვარგარეთ ესწავლა, თუმცა თეატრალური უნივერსიტეტი აირჩია და განათლება საქართველოში მიიღო. ლიზა

ნანული შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძის უფროს შვილიშვილებს საზოგადოება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კარგად იცნობს, თუმცა ნაბოლარა შვილიშვილი ნანული შევარდნაძე, და-ძმისგან განსხვავებით, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. მას ბებიის - ნანული შევარდნაძის სახელი ჰქვია. პაატა შევარდნაძის ნაბოლარა ქალიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში ხშირად ჩამოდის. ნანული შევარდნაძე მშვიდი და კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის სოციალურ ქსელშიც კი არ აქტიურობს.

ლიზი მამიაშვილი
ლიზი მამიაშვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 15 წლის იყო როცა პოპულარულ სერიალ „ოჯახურ ბიზნეშსი“ გადაიღეს. ლიზა ქართველი მილიონერის და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიშა მამიაშვილის ქალიშვილია. მას ჰყავს და-ძმა. უფროსი და თამარა შვეიცარიაში ცხოვრობს და სპორტულ კომიტეტში მუშაობს. ის ასევე ბლოგერობით არის გატაცებული. თამარა მამიაშვილს რუსეთში კარგად იცნობენ. ის რეჟისორ ფეოდორ ბონდარჩუკის რძალია.
_2018-07-20_zrwchfeGNx.jpg)