ოჯახი

"გოგონას ველოდებით, მეუღლე ორსულობამდეც მანებივრებდა და ახლა მით უმეტეს!"

"გოგონას ველოდებით, მეუღლე ორსულობამდეც მანებივრებდა და ახლა მით უმეტეს!"
უმშვენერესი და წარმატებული მოდელი ანა ახვლედიანი მალე დედა გახდება... იგი უკვე შვიდი თვის ორსულია და თვალისმომჭრელად გამოიყურება... თუ რა შეიცვალა მის ცხოვრებაში და როგორი სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ თავად გვესაუბრა...

- ანა, პატარა ასაკში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეთ, თუმცა ამჯერად კარიერას მყუდრო ოჯახო ამჯობინეთ... რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, კარიერა თუ ოჯახი?
- ჩემი აზრით, ორივე მნიშვნელოვანია, ოჯახი შევქმენი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს პროფესიას ცოტა ხანში არ გავაგრძელებ... რაც შეეხება ოჯახს,
დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის

ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!

- ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდია, როგორ გრძნობთ თავს?
- შინაგად ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას! ჩემს ცხოვრებაში მართლაც ყველაზე ლამაზი და ბედნიერი პერიოდია.

- როგორ შეიცვალა თქვენი დღის რეჟიმი, პრეტენზიული ორსული ხართ?
- დიდად არაფერი შეცვლილა, ისედაც სულ რეჟიმში ვიყავი, სწორად ვიკვებებოდი და ამას მიჩვეული ვარ. პრეტენზიულობის რა გითხრათ, ეს ჩემს მეუღლეს უნდა კითხოთ…

mshoblebi

- თუ გაგვანდობთ ბავშვის სქესს?
- დიახ, გოგონას ველოდებით.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ბავშვის სქესი გაიგეთ?
- გიგის თავიდანვე გული უგრძნობდა, რომ გოგო იქნებოდა, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა, პირველი შვილი გოგო ყოფილიყო... მე რატომღაც ბიჭი

მეგონა, თუმცა სულ ერთი იყო, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, ორივე ძალიან გაგვეხარდებოდა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93