როცა ხელჩაკიდებულ მოხუცებს ვხედავ, გული სითბოთი მევსება და მიჩნდება კითხვა, რა საიდუმლო აქვთ მათ, რომელიც წლები აძლებინებთ ერთმანეთის გვერდით ყოფნას.
1. მათ აქვთ საერთო ინტერესები და მუდამ არიან ძიებაში, რა გააკეთონ ერთად, რით გაერთონ ერთად.
2. სასიამოვნოა, როცა შეგიძლიათ ერთად დაწოლა, ფილმის ერთად ყურება. ნუ დაგავიწყდებათ სითბო და მოფერება. და ყველაზე მთავარია, საყვარელ ადამიანს ჩაეხუტეთ და ისე დაიძინეთ.
3. გაბრაზებულები ცალ-ცალკე ნუ დაიძინებთ. გაერკვიეთ ურთიერთობებში, შეცდომებში. სასურველია, მშვიდად. გაუღიმეთ, ერთმანეთს ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და ერთად დაიძინეთ.
4. ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები მთელი დღე კოცნიან და ეფერებიან ერთმანეთს. რაც უნდა დაკავებული იყოთ სამსახურის/საოჯახო საქმეებით, გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან ჩასახუტებლად და მოსაფერებლად.
5. თუ ადამიანს არ ენდობით, მის გვერდით დიდხანს ვერ გაძლებთ. უსაფუძვლო ეჭვები ანგრევს ურთიერთობას.
6. იყავით მადლიერი, რომ გყავთ ერთმანეთი. უთხარით ერთმანეთს "მადლობა", ვიდრე უთხრათ, "ვწუხვარ".
7. ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანებს არასდროს შურთ, მათ უხარიათ ერთმანეთის წარმატების.
8. ნუ დაივიწყებთ მცირე სიხარულებს. ისინი ამრავალფეროვნებს ცხოვრებას.
9. ცოლ-ქმარი პატივს უნდა სცემდეს ერთმანეთს, საზოგადოებაშიც და მაშინაც კი, როცა მარტოები არიან.
10. მათ არ ავიწყდებათ იუმორი. მხიარულება და გულწრფელი სიცილი გადაარჩენს ურთიერთობას; სარკაზმი კი გაანადგურებს მას.