მაკრონების წყვილი მართლაც გამორჩეულია. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს გათხოვილი ქალი შეუყვარდა. ყმაწვილმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, ამ ქალს ცოლად მოიყვანდა.
თქვა და შეასრულა კიდეც. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, წყვილი ბედნიერებისგან ბრწყინავს. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, როგორია სინამდვილეში ბრიჯიტ მაკრონი, ქალბატონი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტის გული დაიპყრო, მის ცნობილ ციტატებს გაგაცნობთ.
"როდესაც ემანუელი 17 წლის იყო, მითხრა, რადაც უნდა დამიჯდეს, ცოლად მოგიყვანო".
"ის არ ჰგავდა სხვა მოზარდებს, დიდებთან ის დიდი კაცივით იქცეოდა."
"ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით. საკუთარი მოთმინებით ჩემი წინააღმდეგობა დაამარცხა".
"სიყვარულმა გზად ყველაფერი წაშალა და პირველ განქორწინებამდე მიმიყვანა, რასაც წინ ვერაფრით აღვუდექი".
"მომავალი ქმრისთვის უარი მხოლოდ ასაკობრივი სხვაობის გამო რომ მეთქვა, ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა".
ერთად ვსაუზმობთ, ის თავისი ახალგაზრდობით, მე კი ჩემი ნაოჭებით..."" width="600" style="border: 0px;" />
"როდესაც ჩვენ შესახებ რამეს ვკითხულობ, მგონია, რომ ეს სხვა ადამიანებს ეხებათ. სინამდვილეში ეს ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ამბავია".
წაიკითხეთ სრულად