ოჯახი

დაქორწინებული წყვილების მთავარი პრობლემები - იცით, როგორ მოიქცეთ თქვენ?

დაქორწინებული წყვილების მთავარი პრობლემები - იცით, როგორ მოიქცეთ თქვენ?
თითოეული წყვილის ცხოვრებაში დგება კრიზისი - მცირე თუ დიდი. წყვილის უმრავლესობა ოჯახური თანაცხოვრების წესს ვერ ეთავსება და შორდებიან;
განსაზღვრული ნაწილი კი ეგუება და იტანს იმ პირობებს, სადაც თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობს; მხოლოდ ბრძენ წყვილს შეუძლია იყოს ბედნიერი და გამართლება საერთოდ არაფერ შუაში არ არის.


მოდით, გადავხედოთ იმ პრობლემებს, რომელიც ყველა დაოჯახებული ადამიანის ოჯახში ხდება, თუმცა მხოლოდ ბრძენი წყვილი უმკლავდება ადვილად

1. წყვილების უმრავლესობა დაქორწინების შემდეგ წონაში მარტივად იმატებს. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაქორწინებიდან პირველ წელიწადში წყვილები საშუალოდ 1,
5-2 კგ-ს იმატებენ, ყველაზე მეტი კი 6 კგ დაფიქსირდა. ეს ცვლილება კი დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, რადგან პარტნიორები ენდობიან ერთმანეთს, თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ ერთად.


როგორ მოვიქცეთ? მსგავს შემთხვევაში, აუცილებელია წყვილებმა აკონტროლონ ერთმანეთის წონა (ეს კი უნდა მოხდეს ძალიან რბილად და ტაქტიანად), ხშირად ისეირნეთ ველოსიპედით, იარეთ ფეხით  საღამოს, ძილის წინ. უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ მამაკაცები უფრო მარტივად იკლებენ წონაში, ვიდრე ქალები და ამის გამო, მცდელობა არ უნდა შეწყვიტოთ.


2. ახლადშეუღლებულების ოჯახში ბავშვის დაბადების შემდეგ ფინანსური პრობლემები იწყება. NerdWallet-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლები თითქმის ყოველთვის მოუმზადებლები არიან შვილის დაბადებისთვის და ეს სულაც არ არის დამოკიდებული ოჯახის ფენასა და კლასზე.

როგორ მოვიქცეთ? სანამ დაგეგმავთ ბავშვის ყოლას, მანამდე დაიწყეთ დანაზოგის გაკეთება ზედმეტი ხარჯებისთვის: საბავშვო ეტლი, ტანსაცმელი და სხვა.


3. "რძალ-დედამთილის და სიძე-სიდედრის" თემა, დღემდე აქტუალურია. 3-დან 2 დედამთილი უკმაყოფილოა რძლით და ასევე 3-დან 2 რძალი მტრულ დამოკიდებულებაშია დედამთილთან. იაპონელი მკვლევარების კვლევებით დადგინდა, რომ ქალები, რომლებიც ცხოვრობენ დედამთილებთან ერთად, ხშირად იტანჯებიან გულის იშემიური დაავადებებით.


როგორ მოვიქცეთ? კონფლიქტების თავიდან ასაცილებელი, ყველაზე კარგი გამოსავალი ცალკე ცხოვრებაა. ხოლო, როდესაც არ არის ცალკე ცხოვრების საშუალება, აუცილებელია ცოლი ქმარს დაელაპარაკოს იმის თაობაზე, რომ დედამისთან ცხოვრება არ არის მარტივი, ქმარი კი დიპლომატიურად მიუდგეს ამ საკითხს და განმუხტოს დაძაბულობა დედასა და ცოლს შორის. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28