1-ელ სექტემბერს ცნობილი რუსი ტელეწამყვანისა და მსახიობის, ლარისა გუზეევას ვაჟმა თავის შეყვარებულზე იქორწინა. ქორწილი იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ სტუმრებს სიხარულისა და ემოციებისაგან ცრემლები მოსდიოდათ.
26 წლის გიორგიმ თავის რჩეულს, ანას 1 წლის წინ სთხოვა ხელი. ქორწილისთვის 1 წელი ემზადებოდნენ. ცერემონია თბილისში - გიორგის მამის - კახი თოლორდავას სამშობლოში ჩატარდა. კახი თოლორდავა მუსიკის კრიტიკოსია და ასევე, ბაჩოს როლის შემსრულებელი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".
ლარისა საქართველოში თავის გოგონასთან - ლელესთან ერთად ჩამოფრინდა. იგი თვლის, რომ გაუმართლა რძალში: „ის ნამდვილი სასწაულია, ჩემი საყვარელი ანიჩკა. ყველაზე ლამაზი პატარძალია მსოფლიოში", - ამბობს დედამთილი.
იხილეთ ვიდეო
პატარძალმა მთელი საღამოს განმავლობაში 2 კაბა გამოიცვალა. ჯვრისწერაზე საზეიმო კაბა, ხოლო ბანკეტზე ელეგანტური და ლაკონური კაბა ეცვა.