თბილისის მერი კახა კალაძე და დიზაინერი ანუკა არეშიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. ანუკამ საკეისრო კვეთით იმშობიარა.
როგორც AMBEBI.GE-ს აცნობეს, პატარას მშობლებმა ნიკოლა დაარქვეს და ის 3 290 გ დაიბადა. დიზაინერმა ბავშვი პარიზის სამშობიაროში გააჩინა.
ორსულობის ბოლო დღეები თბილისის მერის მეუღლემ საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა. მასთან ერთად იყვნენ მისი და კახა კალაძის შვილები - ლევანიკო, კახი უმცროსი და პატარა ვაჩე.
დიზაინერმა ორსულობისას 22 კილოგრამი მოიმატა, თუმცა ზედმეტი წონაც ძალიან მოიხდინა და ორსულობაშიც იდეალურად გამოიყურებოდა. იხილეთ ფოტოები