ერთი ერთში: ბერას და მისი უმცროსი ძმის იდენტური ლუქები (ფოტო+ვიდეო) - Marao

ერთი ერთში: ბერას და მისი უმცროსი ძმის იდენტური ლუქები (ფოტო+ვიდეო)

2018-09-21 15:14:18+04:00

ბიძინა ივანიშვილს 4 შვილი ჰყავს, რომელთაგან ყველაზე პატარა, 12 წლის ცოტნე, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განათლებას სახლში იღებს.
დიდი ალბათობით კი, და-ძმების მსგავსად, სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს. როგორც ცნობილია, უმცროსი ივანიშვილი ხატვითაა გატაცებული.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მისი ოთხივე შვილი მუსიკის ნიჭითაა დაჯილდოებული. ცოტნე ხშირად ჩნდება ბერას მუსიკალურ კლიპებში და უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

ბერას „ინსტაგრამის“ გვერდზე მომღერლის გვერდით ცოტნეს სხვადასხვა ვიდეორგოლებშიც ნახავთ, რომელთაგან ყველაზე პოპულარული მათი ვარჯიშის ვიდეო გახდა. როგორც შორიდან ჩანს, ცოტნეს კუმირი ბერაა.

რეპერი ხშირად დებს ისეთ ფოტოებსაც, სადაც ძმებს იდენტურად აცვიათ: