ოჯახი

7 კრიტიკული შეცდომა აღზრდაში, რის გამოც ბავშვები ოჯახში ტირანებად იქცევიან

7 კრიტიკული შეცდომა აღზრდაში, რის გამოც ბავშვები ოჯახში ტირანებად იქცევიან
ბოლო რამდენიმე წელია, ბავშვის აღზრდის წესები საგრძნობლად შეიცვალა. ახლა მათ პატარობიდან მოდურ სამოსს აცმევენ, განვითარების სხვადასხვა კურსზე ატარებენ, მათთვის გაჯეტებს ყიდულობენ... ფსიქოლოგები  თვლიან, რომ ბავშვები თავს დაკარგულად გრძნობენ ამ სამყაროში და გულის სიღრმეში უბედურები და უსუსურები არიან.

1. ბავშვი მოწყენილია, ჩვენ ცუდი მშობლები ვართ



რა ხდება:
ვცდილობთ, ბავშვის ყოველი წუთი შევავსოთ გართობით და თამაშით ან ვირტუალური გასართობით და მულტფილმით.
როგორ მოვიქცეთ: ხანდახან მაინც აცადეთ ბავშვს განმარტოება, რომ ფანტაზია განუვითარდეს.

2. "ახლა სწრაფად მოვაგვარებთ შენს პრობლემას, ოღონდ არ
იტირო"



რა ხდება:
ბავშვის ყველა ჭირვეულობა მომენტალურად სრულდება. გინდა ნაყინი? ახლავე გიყიდი; მოგბეზრდა ძველი მანქანა? ახლავე წავალთ მაღაზიაში და ახალს აარჩევ; აი, ჩემი ტელეფონი, ითამაშე, სანამ დაჯდება.
როგორ მოვიქცეთ: ბავშვი, რომელიც ძველი თოჯინით თამაშობს და ახლის საყიდლად ისტერიკებს არ აწყობს, დიდობაში მარტივად აღიარებს იმ ფაქტს, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას სურს.

3. "უბრალოდ თამაშობს"



რა ხდება:
ზოგიერთი მშობელი ვერ აანალიზებს, რომ თამაშის დროს, მისი შვილი სხვა ბავშვს ჩაგრავს. სიტუაცია ისეთია, როგორც ანეკდოტში: "დათა, ნუ ურტყამ ბავშვს თავში ნიჩაბს, გაოფლიანდები"...
როგორ მოვიქცეთ: ბავშვი მშვენივრად ხვდება, რას აკეთებს. მას თავად უნდა ასწავლოთ საზოგადოებაში მოქცევის წესები. ბავშვმა არ უნდა დაჩაგროს თავისზე სუსტი, იცოდეს "მადლობისა" და "უკაცრავად" თქმა.

4. "თბილად გაცვია? ჩართე კამერა, უნდა შეგხედო"


რა ხდება:
ტოტალური კონტროლის ქვეშ ბავშვი დამოუკიდებელი ვერ გაიზრდება. ის მუდამ ამოეფარება თქვენს ზურგს.
როგორ მოვიქცეთ: აცადეთ ბავშვს, იყოს დამოუკიდებელი და ისწაავლოს დასკვნის გამოტანა. არ დაიხურა ქუდი, გაეყინა ყურები; მოამზადა ბიოლოგიის პრეზენტაცია, მიიღო უმაღლესი შეფასება.

5. "პატარაა ვალდებულებების შესასრულებლად"


რა ხდება:
ბავშვმა პატარობიდანვე უნდა იცოდეს დისციპლინა და მცირე ვალდებულებების შესრულება. ნუ შეგეცოდებათ და დაავალეთ საოჯახო საქმეების შესრულება.
როგორ მოვიქცეთ: ბავშვი მეტად დააფასებს სხვის შრომას, გახდება მეტად დამოუკიდებელი და აკურატული.

6. "ჩემი შვილი ვერ იტანს წვნიანს, დამოუკიდებლად არ იცვამს და მაშინ იძინებს, როცა მოესურვება"


რა ხდება:
ბავშვი გკარნახობთ, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ. თქვენ კი თვალებს ხუჭავთ, რომ შინ პატარა ტირანი გეზრდებათ.
როგორ მოვიქცეთ: ასწავლეთ ბავშვს, რა არის მისთვის რეალურად კარგი და როცა გაიზრდება, მადლობას გეტყვით. რეჟიმის დარღვევით იგი გაღიზიანებული და უყურადღებო გაიზრდება, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები.

7. რა თქმა უნდა, ახალ სათამაშოს გიყიდით, მე კი ძველ ქურთუკს წელსაც ჩავიცვამ


რა ხდება: მართალია, მთელი ყურადღება ბავშვზე უნდა იყოს მომართული, მაგრამ თუ მას მილიონი სათამაშო აქვს, თქვენ კი ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი გაცვიათ, უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედოთ და ერთ ჯერზე გასატეხ სათამაშოში ფული არ გადაყაროთ.
როგორ მოვიქცეთ: ნუ დაივიწყებთ საკუთარ სურვილებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სამყარო არ ბრუნავს მის გარშემო. ეს მომავალში გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დარეგულირებაში დაეხმარება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93