როგორც იცით, 11 ნოემბერს ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილი გაიმართა.
წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ნანუკა საკურთხეველთან მამამ მიიყვანა, რის შემდეგაც საყვარელ ადამიანს ბერა ხელზე ეამბორა. ბერას თეთრი ჩოხა ეცვა, ნანუკას კი - სადა, გრძელშლეიფიანი თეთრი კაბა, რომელსაც დახვეწილი ფატა ამშვენებდა. ჯვრისწერის დროს გადაღებულ „ლაივებში“ ხშირად შენიშნავდით დამსწრე გოგონებსა და ბიჭებს, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ქორწილში, რა თქმა უნდა, ბერას ახლო მეგობრებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის იყო ლევან გოგორელიანი, იგივე „ფაქო“, რომელთანაც ბერას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.
ახალდაქორწინებულებმა "ინსტაგრამზე" ქორწილის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნეს.
"ახლა და სამუდამოდ" - ასეთი წარწერა გაუკეთა ნანუკამ პოსტს.
"ქმარი და ცოლი" - ბერამ კი ასე დაასათაურა პოსტი.
პატარძალს ქორწილში Ralph & Russo-ს კაბა ეცვა, 2016 წლის კოლექციიდან.