ჰარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პრინცია, თუმცა აქვს ერთი ჩვევა, რომელიც მდიდარ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ - მუდმივად ამოწმებს, საჭიროზე მეტი ნათურა თუ ანთია სახლში.
რა თქმა უნდა, ის ფულის დაზოგვას არ ცდილობს. ჰარიმ განაცხადა, რომ ეს ჩვევა მამის გავლენით ჩამოუყალიბდა - პრინცი ჩარლზი ცნობილი გარემოს დამცველია.
„მამაჩემი ყველა ნათურას აქრობს, რომელიც არ სჭირდება, ეს ჩვევა მეც ჩამომიყალიბდა,“ - აღნიშნა ჰარიმ პრინცი ჩარლზის 70 წლისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში.
პრინცი, ასევე, ამბობს, რომ მისი ჩვევა შეუმჩნეველი მეგანს აოცებს. გაგრძელება