ოჯახი

ლიკა ქავჟარაძის მშობლების უცნობი ფოტოები (+ ვიდეო)

ლიკა ქავჟარაძის მშობლების უცნობი ფოტოები (+ ვიდეო)
ის სილამაზის ეტალონად, ლეგენდად იყო აღიარებული. მთელი ქვეყანა ეთაყვანებოდა. საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობდნენ. ბევრი ქალი ოცნებობდა, მასავით ლამაზი ყოფილიყო. უამრავი მამაკაცი ოცნებობდა ასეთი ქალის გვერდით ყოფნაზე...
მაგრამ ამ საყოველთაო აღტაცების, თაყვანისცემის და ხანდახან შურის ობიექტიც სინამდვილეში არ იყო ბედნიერი. უფრო მეტიც - უბედური და მარტოსული იყო. მთელი ცხოვრება ელოდა სულიერ სიმშვიდეს, უერთგულეს მეგობრებს, მოსიყვარულე მამაკაცს. რეალიზებას საქმეში და ალბათ, თავის სილამაზესა და აღიარებასაც დაუთმობდა ერთ ჩვეულებრივ მეოჯახე ქალს...

დედა- დალი ფალავანდიშვილი
ეს თამარ ცაგარეიშვილის საავტორო ფილმია, 2002 წელს გადაღებული. ლიკა საოცრად გულახდილად ჰყვება
თავის ცხოვრებაზე
, მკაცრ დედაზე, მამაზე, რომელსაც წლობით ვერ ნახულობდა; პირველ სიყვარულზე, პარიზში შემთხვევით ნანახ ალენ დელონზე, პოპულარობის ყველაზე ცუდ მხარეებზე, შვილზე და კიდევ ბევრ რამეზე...

ბებია - ლალი ციციშვილი და ბაბუა - ალექსანდრე ფალავანდიშვილი

ლიკას ნაამბობი პირველ სიყვარულსა და შვილზე. იხილეთ ვიდეოში

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი