მორაგბე ლაშა ლომიძე და მოდელი ანა შელია უკვე თითქმის ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი არიან.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ითქვა, ლაშამ ანა პირველად 13 წლის ასაკში დაინახა და ძალიან მოეწონა. წლების შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ბათუმში ჩასულებმა ერთმანეთი ისევ დაინახეს.
ულამაზესი წყვილი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს. გამომწერები მათ მიმართ სითბოს და სიყვარულს არ იშურებენ. ბევრი მათგანი მათ ერთმანეთს ამსგავსებს კიდეც.
„აი რას ნიშნავს შესაფერისი წყვილი“, „როგორ უხდებით ერთმანეთს“. უწერენ წყვილს გულშემატკივრები.
მათ საახალწლო ახალ ფოტოსაც ბევრი დადებითი კომენტარი ახლდა.
ანა და ლაშა საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ, რადგან ხშირად სტუმრობენ კაფეებს და სხვადასხვა ადგილებს, სადაც თავისუფალ დროს სასიამოვნოდ ატარებენ.
ცოტა ხნის წინ ანამ თავისი ბავშვობის ფოტოც გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აღნიშნეს, რომ ბავშვობაშიც ულამაზესი იყო.
წყვილს დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ, რადგან ლაშა რჩეული ბორჯღალოსანია, ანა კი წარმატებული მოდელი.