ოჯახი

„მის მოსკოვი“ ბავშვს მალაიზიის მეფისგან ელოდება (ფოტოები)

„მის მოსკოვი“ ბავშვს მალაიზიის მეფისგან ელოდება (ფოტოები)
ნოემბრის ბოლოს მალაიზიის მეფემ მუჰამედ მეხუთემ, რომელიც 49 წლისაა, ცოლად 25 წლის ოქსანა ვოევოდინა მოიყვანა. გოგონამ 2015 წელს „მის მოსკოვის“ ტიტული მოიპოვა.

ქორწილი თავდაპირველად მალაიზიაში გადაიხადეს, შემდეგ კი 22 ნოემბერს ბერვიხის საკონცერტო დარბაზს ესტუმრნენ. ქმრის გამო ოქსანა მუსლიმი გახდა და სახელიც შეიცვალა.

წყვილი ამჟამად ბავშვს ელოდება. მათ ქორწილი რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში გადაიხადეს, თუმცა მხოლოდ ზეიმით შემოიფარგლნენ და ხელის მოწერის ცერემონია არ ყოფილა.

ოქსანა ვოევოდინა ამ ულამაზესი გოგონას ფსევდონიმია, რადგან სინამდვილეში მას ოფიციალურად ქსენია დიაგილევასი ერქვა.
მან თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ
ფსევდონიმი ჰქონოდა და რეალური სახელით არ სცნობოდათ ადამიანებს.

ოქსანა, იგივე ქსენია, მოსკოვში დაიბადა და 21 წლის ასაკში დაამთავრა პლეხანოვის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტი, შემდეგ კი მოდელობა გადაწყვიტა და 2015 წელს გამართულ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, სადაც „მის მოსკოვის“ წოდება მიიღო.

მეფე მუჰამედი ოქსანას გაცნობამდე იმყოფებოდა ქორწინებაში. ის 2008 წელს განქორწინდა და პირველ ცოლთან შვილებიც არ ჰყოლია.




წყარო: peopletalk.ru


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი