დიზაინერები უამრავ დროსა და ფულს ხარჯავენ მორიგი შედევრის შესაქმნელად.
თურქი მხატვარი ალია ჩაგლარი კი დაუზარებლად იმეორებს მათ. თითოეული სამოსის შესაქმნელად მას მხოლოდ 10-20 წუთი სჭირდება, ძვირფასი ქსოვილების ნაცვლად კი იყენებს ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდება.
ალიას ძალიან უყვარს ქალიშვილთან, სტეფანისთან ერთად დროის გატარება. ისინი ერთად ქმნიან შეუდარებელ კაბებსა და კოსტიუმებს - ზუსტად ისეთებს, როგორებიც ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე აცვიათ. დედა-შვილი არაფერს იყენებს, პლასტმასისა და ქაღალდის გარდა, დეტალების მისამაგრებლად კი სტეპლერს გამოიყენებენ.
ახლა სტეფანი 5 წლისაა და თავისუფლად საუბრობს სამ ენაზე: თურქულად, ინგლისურად და რუსულად. მას ძალიან მოსწონს დედის შექმნილი კაბები. გოგონა დიზაინერობაზე ოცნებობს და ამის რეალური შანსებიც აქვს.
რიტა ორა vs სტეფანი
ამ კაბის შესაქმნელად ალიამ და სტეფანიმ მხოლოდ ძველი გაზეთები გამოიყენეს.
მეგან მარკლი vs სტეფანი
Gala Awards-ის საღამოზე ინგლისის ჰერცოგინია ოსკარ დე ლა რენტას ჩიტებიანი კაბით გამოჩნდა. ალიამ გადაწყვიტა, რომ ასეთის შექმნა მასაც შეეძლო.
რირი vs სტეფანი
მოლი გადარის ცისფერი კაბის ასლის შესაქმნელად, რომელსაც რიანა ასე მოხდენილად ატარებდა, საკმარისია მხოლოდ დიდი რაოდენობით ნაგვის პარკები.
ვანესა ჰადჯენსი vs სტეფანი
Marc Jacobs-ის ამ ატმისფერი კაბის გამეორებისთვის საკმარისია ქაღალდი, მარჯვე ხელები და სტეპლერი.
ლედი გაგა vs სტეფანი
Valentino-ს ამ ლავანდისფერ კაბაში ლედი გაგა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე გამოჩნდა, სტეფანი კი - დერეფანში.
ნიკი მინაჟი vs სტეფანი
გირლიანდებით დამზადებული ეს კაბა იმდენად ჰგავს ორიგინალს, რომ ეჭვი გვეპარება, ნიკი მინაჟმა მისი განსხვავება შეძლოს.
Cardi B vs სტეფანი
და აი, ისიც, რეპერი ქალის, Cardi B-ის მკვეთრი გეომეტრია.
ჯენიფერ ლოპესი vs სტეფანი
„ჩაიცვით ისე, თითქოს უკვე ცნობილი ადამიანი ხართ“ - გვირჩევს ალია.
ნაომი უოთსი vs სტეფანი
თამამი ვარდისფერი სამოსი იდეალურია ვენეციური ფესტივალისთვის.
პრინცესა ევგენია vs სტეფანი
რომელი გოგონა არ ოცნებობს პრინცესობაზე? მისი უდიდებულესობის, პრინცესა ევგენიას საქორწინო კაბის არაჩვეულებრივი ასლი.
წყარო: cosmo.ru