"ჩემი ქმარი მაუპატიურებდა".
ძალადობა საშინელებაა. განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც მოძალადე ახლობელი ადამიანია. ეს მენდი ბორდმენის ისტორიაა, რომელიც ვერ წარმოიდგენდა, რომ 7 წლის განმავლობაში ქმარი ასმევდა საძილე საშუალებებს და ამის შემდეგ ძალადობდა მასზე.
ამერიკელი მენდი ბორდმენი დარწმუნებული იყო, რომ სავსებით ნორმალური ოჯახური ცხოვრება ჰქონდა. დევიდ ვაისონს სიყვარულით გაჰყვა. მათ თავბრუდამხვევი ქორწინება ჰქონდათ. რამდენიმე წლის შემდეგ რომანტიკა ყოველდღიურმა რუტინამ შეცვალა: ბავშვები, სამსახური, სახლი. „ჩენ ვიყავით ტიპური ოჯახური წყვილი“, - ამბობს მენდი. ის აღარ გრძნობდა თავს ბედნიერად, როგორც წლების წინ, მაგრამ ქორწინებას წარუმატებელს ვერ დაარქმევდა.
თუმცა 7 წლის თანაცხოვრების შემდეგ ბორდმენმა უცებ შეამჩნია, რომ მეხსიერების პრობლემები ჰქონდა: ზოგჯერ შიშველი იღვიძებდა, მაშინ, როცა საღამურებით წვებოდა და ვერ იხსენებდა, როდის გაიხადა. მაგრამ მთავარი, რაც შეამჩნია, იყო აბების მწარე გემო პირში და ვერც იმას იხსენებდა, როდის მიიღო.
რთულია, არ შეშინდე და არ იფიქრო, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს. ერთხელ მენდის ღამით გაეღვიძა და დაინახა, დევიდი ფანრით ხელში ლეიბის ქვეშ რაღაცას მალავდა. როდესაც მენდიმ მოითხოვა ეჩვენებინა, თუ რას მალავდა ქმარი, მან ძალის გამოყენებით გააჩერა. მხოლოდ ხანგრძლივი დავის შემდეგ აღიარა, რას მალავდა - ბოთლს, რომელშიც გაურკვეველი სითხე ესხა.
დევიდმა გამოუცხადა, რომ ბოთლში გაზავებული საძილე საშუალება იყო. იმიტომ გასმევდი, რათა კარგად დაგეძინაო. დევიდი არწმუნებდა მენდის, რომ ამას მის საკეთილდღეოდ აკეთებდა და დაიფიცა, რომ აღარ მოიქცეოდა ასე. განაგრძეთ კითხვა