თბილისის ამჟამინდელი მერისა და წარმატებული დიზაინერის, ანუკი არეშიძის სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კახი - ფეხბურთელი, ხოლო ანუკი მოდელი იყო.
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
ანუკი არეშიძე ბავშვობაში</div>
<div class="captcha_main_class_1"> <div class="captcha_image_class_1"></div>
კახი კალაძე ბავშვობაში</div>
კახი კალაძემ სახელი ჯერ ფეხბურთში გაითქვა, შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა და მინისტრობის შემდეგ მალევე დედაქალაქის მერად აირჩიეს.
ცოტამ თუ იცის, რომ სპორტამდე ის ცეკვით იყო გატაცებული. კალაძის მასწავლებელი ამბობს, რომ კახას ყოფილი საბჭოთა კავშირი ცეკვა-ცეკვით აქვს შემოვლილი, დაბალ კლასებში სწავლის დროს. მასწავლებელი კახის იხსენებს, როგორც ძალიან ბეჯითსა და მოწესრიგებულ ბავშვს. თურმე კახი მოზრდილ თმას ატარებდა და ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა ბავშვობაში.
ანუკი კი თურმე მხოლოდ ბიჭებთან მეგობრობდა და მისი საყვარელი თამაში ომობანა იყო. 12 წლის ასაკში ის დედას თბილისში სამოდელო სკოლაში იმ მიზნით შეუყვანია, რომ გაეღვიძებინა მასში ქალურობა. მალე ანუკიმ Elite Milano-სთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და იტალიაში გადავიდა, სადაც მომავალი მეუღლე - ახალგაზრდა ფეხბურთელი კახი კალაძე გაიცნო.
„როდესაც მილანში ჩავედი, იქ შევხვდით ერთმანეთს და ვახშამზე დამპატიჟა. ასე დაიწყო ყველაფერი. სიყვარული არ აუხსნია, შეყვარებულობის დროს კახის სიტყვა „მიყვარხარ“ არ უთქვამს ჩემთვის. იმდენად დიდი ურთიერთგაგება იყო ჩვენ შორის, რომ ეს სიტყვა ცოტა ზედმეტი იყო. რაც დავქორწინდით, იმის მერე დღე არ გავა, რომ ეს სიტყვები ერთმანეთს არ ვუთხრათ“, – ჰყვება ანუკი.
მათი ქორწინების შემდეგ ანუკი მოდელის ამპლუაში აღარავის უნახავს. როგორც თავად ამბობენ, წყვილი შეთანხმდა, რომ ლამაზი ქართული ოჯახი უნდა ჰქონოდათ, რასაც მათი აზრით, მოდელობა გამორიცხავს, “დიახ, გამორიცხავს, შვილებს ხომ აღზრდა უნდა?!” — დასძინა კახიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. ანუკიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა: “უხერხულია, მეუღლე სახლში იყოს და ცოლი კიდევ - ღამით გადაღებებზე. რაღაც, არაა ლამაზი…”
კახი ოთხი შვილის ყოლაზე ოცნებობდა და ანუკიმ აუხდინა ეს ოცნება.
წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს: ლევანი, კახი, ვაჩე და ნიკოლი.