დედობა და მამობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტია ცხოვრებაში, თუმცა, მას გამოწვევებიც ახლავს თან. ერთ-ერთი ყველაზე რთული "განსაცდელი", რასაც მშობლები უმკლავდებიან, ბავშვის დაძინებაა.
თუ შვილის ტირილი ღამით ძილის საშუალებას არ გაძლევთ, კარგად წაიკითხეთ სტატია და გაითვალისწინეთ რჩევები!
1. კომფორტულად შეფუთეთ ბავშვი.
6 თვემდე ბავშვს ძილის დროს თავისუფლების შეგრძნება თუ ექნება, შეიძლება მარტივად გაიღვიძოს. ეცადეთ, მჭიდროდ შეფუთოთ თქვენი პატარა, რაც მის შეუფერხებელ ძილს უზრუნველყოფს.
2. გამოიყენეთ სპეციალური ნათურები, რათა ბავშვს დაეხმაროთ დღისა და ღამის გარჩევაში
საკმაოდ რთულია, თოთო ბავშვს ასწავლოთ, რომ ღამე ძილისთვისაა, მაგრამ ამას თუ შეაჩვევთ, ნამდვილად ამოისუნთქავთ! დაგეგმეთ თქვენი შვილის დღისა და ღამის გრაფიკი და ყოველდღე გაიმეორეთ ერთი და იგივე.
ოთახში განთავსებული ლამპებისა და ნათურების განათება ბავშვს მიახვედრებს, როდის არის ძილის დრო და ნელ-ნელა ცირკადიალური რითმი დაურეგულირდება.
3. დაძინებამდე პატარას მიაღებინეთ თბილი აბაზანა
ალბათ, გსიამოვნებთ დაძინებამდე თბილი აბაზანის მიღება. რატომ არ ცდით იმავეს თქვენი შვილისთვისაც? თუ ყოველ ღამით დაძინებამდე გაიმეორებთ ამ პროცედურას, ეს ბავშვისთვის სიგნალი გახდება იმისა, რომ დაძინებისთვის მოემზადოს.
4. ბავშვის ოთახში დაარეგულირეთ ტემპერატურა
დოქტორ ალან გრინის წიგნის მიხედვით, ჩვილის ოთახში ტემპერატურა 18-21°C უნდა იყოს. სწორი ტემპერატურის შერჩევით ბავშვს უფრო მალე ჩაეძინება. ოთახში სიგრილის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიციონერი, ან ცოტათი გამოაღოთ ფანჯარა.
5. გამოიყენეთ "თეთრი ხმაური" ბავშვის ოთახში
"თეთრი ხმაური" ჩვილს ძალიან ეხმარება სწრაფად ჩაძინებაში, რადგან იმ ხმას ჰგავს, რაც პატარას დედის მუცელში ესმოდა.
ქვევით გთავაზობთ "თეთრი ხმაურის" მაგალითს, რომელიც შეგიძლიათ თქვენს პატარას დაძინებამდე მოასმენინოთ.
გაგრძელება