ოჯახი

ქართველი ტელეწამყვანები, რომლებსაც მდიდარი ქმრები ჰყავთ

ქართველი ტელეწამყვანები, რომლებსაც მდიდარი ქმრები ჰყავთ
რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ ქარ­თვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი? მდი­და­რი და მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ტოპ-ხუ­თე­უ­ლი - ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბით, მო­დუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბი­თა და გა­რეგ­ნო­ბით იქ­ცე­ვენ, არა­მედ მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხომ მათ­თან ერ­თად მათი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც აინ­ტე­რე­სებს. „რე­ი­ტინ­გმაც“ ჩა­ი­ჭყი­ტა მათ სა­ფუ­ლე­ებ­ში და ასე შე­ად­გი­ნა ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის ტოპ-ხუ­თე­უ­ლი.

მა­რი­ამ ვა­შა­ძე

მშვე­ნი­ე­რი მა­რი­ა­მი „სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის, „მო­ამ­ბის“ წამ­ყვა­ნია. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მა­რი­ამ­მა და­ი­სა­კუთ­რა. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ მისი მე­უღ­ლე ვა­ნი­კო ბე­ნი­ძე წლე­ბის
გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მდი­დარ და სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ ით­ვლე­ბო­და.

კუდ-ის ყო­ფი­ლი შე­ფის, დათა ახა­ლა­ი­ას ცო­ლისძმა და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, რო­გორც პრე­სა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ნავ­თო­ბის მაგ­ნა­ტის, და­ვით ბე­ნი­ძის შვი­ლია. ვა­ნი­კო ბე­ნი­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და. რო­გორც მა­რი­ა­მი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, მე­უღ­ლეს­თან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რობ­და და თა­ვა­დაც არ იცის, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­და­ი­ზარ­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა კი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.



ნი­ნუ­ცა ორ­ჯო­ნი­კი­ძე

„სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის“ ახა­ლი სახე გა­და­ცე­მა „ნა­შუ­ა­დღე­ვის“ წამ­ყვა­ნია. ის რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი მი­ლი­არ­დე­რის, მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი ვიცე-მე­რის, სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის რძა­ლია.

სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძე კუ­რი­რებ­და და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­თა და სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სით. ის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ოჯა­ხის სა­ხელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად უკავ­შირ­დე­ბა, ცნო­ბი­ლი, ერთ-ერთი ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი King David-ია.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93