დედის დღე მსოფლიოს ყველა კუთხეში განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება.
ეს არის დღე, როცა გარშემო თბილი სიტყვები, ყვავილები და მოჭარბებული გრძნობები ტრიალებს.
ამბობენ, ყველაზე ძვირფასი გულით გაცემული უბრალო საჩუქარიაო. საინტერესოა, როგორ საჩუქრებს უმზადებენ ვარსკვლავები დედის დღეს იმ ერთადერთ ქალბატონს, ვინც მათ სიცოცხლე აჩუქა.
ეს გახლავთ ის 5 ყველაზე გულისხმიერი ვარსკვლავი, რომლებმაც მშობლის გასახარებლად სხვადასხვა დროს უცნაური და პომპეზური საჩუქრები შეიძინეს.
პოპ-ვარსკვლავ რიანას დედისთვის სიურპრიზების მომზადება ძალიან უყვარს. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი საჩუქარი 2012 წელს აჩუქა. ბარბადოსელმა ლამაზმანმა დედამისს, მონიკას 5-საძინებლიანი სახლი უყიდა, ზუსტად ისეთი, როგორზეც ის დიდხანს ოცნებობდა. მომღერალი დედას ძალიან აფასებს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მასთან და ნათესავებთან ერთად ხშირად ჩნდება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ტერი ბრიჯვეითერი - ნიუ-ორლეანელი ვარსკვლავი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც დედას პირობა მისცა, რომ ერთ დღეს აუცილებლად უყიდდა ვარდისფერ კადილაკს. 2014 წელს ტერიმ დედის დღეს თავისი სიტყვა შეასრულა და პირობა სისრულეში მოიყვანა. გარდა ამისა, სპორტსმენმა დედას მანქანის ფერში გადაწყვეტილი ვარდების ულამაზესი თაიგულიც მიართვა. შვილის საქციელით უზომოდ გახარებული როუზ მერფის ფოტოებითა და გიფებით სოციალური ქსელი აჭრელდა და ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
დევიდ ბექჰემი - საოცრად სიმპათიური და მზრუნველი დევიდი კარგი შვილიც არის. მან 2013 წელს დედამისს - სანდრას 45,000$-ად შეფასებული "აუდი Q3s" უყიდა. კულუარებში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დევიდი და დედამისი ერთმანეთს გარეგნულადაც და ხასიათითაც ძალიან ჰგვანან.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ლეონარდო დიკაპრიო - 2006 წელს მსახიობმა დედას და ბებიას დედის დღის აღსანიშნავად ხის ნერგები აჩუქა. ალბათ, ცოტა გაკვირვებული დარჩით, მაგრამ აი, პასუხიც: „ხის ნერგების ჩუქება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ უთხრა მადლობა დედას სიცოცხლის ჩუქებისთვის“ - განაცხადა ლეომ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
2013 წელს ყველასთვის კარგად ნაცნობმა მომღერალმა ბიონსემ დედის დღე ტინას განსაკუთრებულად მიულოცა. მან დედამისს 5,9 მლნ დოლარად შეფასებული ვილა უყიდა, რომელიც მშვიდ და ლამაზ ადგილას მდებარეობს. ბიონსეს და ტინას ხშირად ხუმრობით დებსაც ადარებენ, რადგან ტინა ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს უცნაურობები ახასიათებთ და შინაარსიანი და დასამახსოვრებელი საჩუქრები დედისთვის არ ენანებათ.