კიტ ურბანი არა მარტო ნიკოლ კიდმანის ქმარია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქანთრი-მომღერალი მსოფლიოში.
რამდენიმე დღის წინ კიტმა ავსტრალიურ პორტალს - i newspaper-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ცოლთან ინტიმურ ცხოვრებაზე ილაპარაკა.
ჟურნალისტმა ყურადღება ურბანის სიმღერის - Gemini («ტყუპები») ტექსტზე გაამახვილა, რომელშიც მომღერალი ნიკოლს უწოდებს "მანიაკი საწოლში, მაგრამ სინამდვილეში ჭკვიანი".
აღმოჩნდა, რომ კიტს ერთხელ მისმა კოლეგამ სთხოვა, ნიკოლი აღეწერა. როკერს პირველად სწორედ ეს სიტყვები მოაფიქრდა გონებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლი და კიტი უკვე 13 წელია ქორწინებაში იმყოფებიან და ორ შვილს: 10 წლის სანდეი როუზს და 8 წლის ფეიტ მარგარეტს ზრდიან.
მათი გამოსვლები წითელ ხალიჩაზე კი ყოველთვის ყველაზე ვნებიანია!
წყარო: peopletalk.ru