ოჯახი

"სიმართლის გაგება იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დღემდე ვერ გადამიტანია"

"სიმართლის გაგება იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დღემდე ვერ გადამიტანია"
"სიმართლის გაგების შემდეგ ისეთი ისტერიკა დამემართა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი"
ჩვენს რეალობაში ბევრი წყვილი თუ ოჯახია ისეთი, სადაც ქალბატონი საკმაოდ ბევრი წლითაა პარტნიორზე უფროსი და რიგ შემთხვევაში, ერთი შეხედვითაც თვალში საცემია მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ: მზრუნველობა, ის იდილია, რაც მათ შორის სუფევს, თუმცა, ამ ყველაფერს თავისი სირთულეებიც ახლავს - ასაკობრივი შეუთავსებლობა და ასეთი წყვილებისადმი საზოგადოების, ოჯახის წევრების ნეგატიური დამოკიდებულება მათზე ფსიქოლოგიურად დამთრგუნველად მოქმედებს, რაც თავის მხრივ, სხვა ტიპის პრობლემებს აჩენს ურთიერთობაში. ამ თემაზე ქალბატონებს გავესაუბრეთ და
შეფასება ფსიქოლოგ დავით ანდღულაძეს ვთხოვეთ.

თეკლა, 37 წლის:
- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს სოციალურ ქსელში მესიჯი მომწერა. ნახევარ წელზე მეტი მწერდა ისე, რომ პასუხიც არ დამიბრუნებია. მოგვიანებით, ხასიათის შესაბამისად, მხოლოდ კითხვაზე - "როგორ ხარ", ვპასუხობდი - "კარგად". ამის შემდეგ საუბარი აღარ გრძელდებოდა. მისი ფოტოები ერთხელაც არ დამითვალიერებია, ინტერესიც არ გამჩენია, მენახა, ვინ იყო, როგორი იყო, რას საქმიანობდა. ერთხელაც არ დამიშვია ფიქრი, რომ დიალოგში ოდესმე ავყვებოდი.

დრო გადიოდა და ის ყოველგვარი აგრესიის გარეშე, კვლავ აგრძელებდა კონტაქტს. ერთ დღესაც პასუხის გაცემა მომინდა და ვკითხე, ვინ ხარ, რას საქმიანობ-მეთქი? რაღაცებს მომიყვა საკუთარ თავზე, თუმცა, სიმართლე ვთქვა, დიდი ინტერესით არც ამას მოვკიდებივარ, უბრალოდ, რამდენიმე წუთით მასზე ყურადღება გადავიტანე. გადის დრო და მის წერილებს უკვე აქტიურად ვპასუხობდი. როცა ასაკი მითხრა, არც კი მიფიქრია, რომ მასთან რაიმე ურთიერთობა შეიძლება განვითარებულიყო. ჩემზე რამდენიმე წლით პატარა იყო. მერე შევხვდით, ოღონდ იმის ასახსნელად, რომ არაფერი გამოვიდოდა. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მესამე და სულ იმის მცდელობაში ვიყავი, რომ დამესრულებინა. თუმცა, მაინც ვხვდებოდი. გადიოდა დრო და ვგრძნობდი, რომ მისი დამოკიდებულებები, მისი აზრები, მისი შეხედულებები, ცხოვრების მიმართ მისი პასუხისმგებლობები აღმაფრთოვანებდა. მასში აღმოვაჩინე ის, რაც სხვაში აქამდე არ მიპოვია. მას ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მისი მიდგომები ჩემსასაც კი სჯობდა...

მოგვიანებით მისი რეალური ასაკი გავიგე - 13 წლით ჩემზე უმცროსი გამოდგა. ისეთი ისტერიკა დამემართა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31