რისი მოსმენა უნდათ ცოლებს თავიანთი ქმრებისგან? - Marao

რისი მოსმენა უნდათ ცოლებს თავიანთი ქმრებისგან?

2019-03-29 11:00:36+04:00

წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებსაც ყველა ცოლი სიამოვნებით მოისმენდა ქმრისგან:
Image result for wife husband gif

  1. - გეთანხმები, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ძალიან ხშირად იმართება.
  2. - მაკიაჟის გარეშე, „ბიგუდებში“ ბევრად ლამაზად გამოიყურები.
  3. - წარმოიდგინე, არიან მამაკაცები, რომლებიც მეგობრებთან შეხვედრის და მათთან ლუდის დალევის გამო თეატრში ცოლთან ერთად წასვლაზე უარს ამბობენ.
  4. - როგორ? შენ ჯერ არ დაგიხარჯავს ფული, რომელიც გუშინ მოგეცი???
  5. - დედაშენი რამდენიმე წუთის წინ წავიდა და ეს სიჩუმე უკვე მაღიზიანებს!
  6. - მე თავისუფალი დრო მხოლოდ ორი საათი მაქვს, მაგრამ შენ მოასწრებ, მომიყვე, როგორ ჩაიარა დალი კაკაბაძესთან სტუმრობამ...
  7. - რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ეს და რაში გვჭირდება, თუ შენ ის მოგწონს?
  8. - როგორ მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ ისვენებ შენ.
  9. - რასაკვირველია, სექსზე მეტად შენ მიყვარხარ.
  10. - რა სასიამოვნოა, როდესაც სამუშაო დღეებში შენი დაქალები ჩვენთან გვიანობამდე რჩებიან.
  11. - მაშინაც კი, როცა წინდებს ვრეცხავ, არ ვწყვეტ იმაზე ფიქრს, თუ რას გავაკეთებდი უშენოდ!