წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებსაც ყველა ცოლი სიამოვნებით მოისმენდა ქმრისგან:
- - გეთანხმები, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ძალიან ხშირად იმართება.
- - მაკიაჟის გარეშე, „ბიგუდებში“ ბევრად ლამაზად გამოიყურები.
- - წარმოიდგინე, არიან მამაკაცები, რომლებიც მეგობრებთან შეხვედრის და მათთან ლუდის დალევის გამო თეატრში ცოლთან ერთად წასვლაზე უარს ამბობენ.
- - როგორ? შენ ჯერ არ დაგიხარჯავს ფული, რომელიც გუშინ მოგეცი???
- - დედაშენი რამდენიმე წუთის წინ წავიდა და ეს სიჩუმე უკვე მაღიზიანებს!
- - მე თავისუფალი დრო მხოლოდ ორი საათი მაქვს, მაგრამ შენ მოასწრებ, მომიყვე, როგორ ჩაიარა დალი კაკაბაძესთან სტუმრობამ...
- - რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს ეს და რაში გვჭირდება, თუ შენ ის მოგწონს?
- - როგორ მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ ისვენებ შენ.
- - რასაკვირველია, სექსზე მეტად შენ მიყვარხარ.
- - რა სასიამოვნოა, როდესაც სამუშაო დღეებში შენი დაქალები ჩვენთან გვიანობამდე რჩებიან.
- - მაშინაც კი, როცა წინდებს ვრეცხავ, არ ვწყვეტ იმაზე ფიქრს, თუ რას გავაკეთებდი უშენოდ!