ოჯახი

როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს

როგორ ცხოვრობენ დღეს ქართველი გოგონები, რომლებმაც მილიონერ მამაკაცებზე იქორწინეს
ყვე­ლა გო­გო­ნას ისე ვერ უმარ­თლებს, რომ მისი ქორ­წი­ლი ზღაპ­რუ­ლი იყოს და შემ­დეგ მისი ცხოვ­რე­ბაც ისე გაგ­რძელ­დეს, რო­გორც ზღაპ­რებ­ში ხდე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბო­ბენ. AMBEBI.GE იმ გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, რომ­ლებ­საც ისე გა­უ­მარ­თლათ, რო­გორც ბავ­შვო­ბა­ში წა­კი­თხულ ზღაპ­რებ­ში უმარ­თლებთ პრინ­ცე­სებს. ამ გო­გო­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბამ თა­ვის დრო­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. რო­გორ ცხოვ­რო­ბენ დღეს ის გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­დარ ბი­ჭებ­ზე გა­თხოვ­დნენ, ამას სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ.


ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი


ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი გო­გო­ნა, როცა მას­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, რე­პე­რი ბერა
და­ი­ნიშ­ნა. წყვილ­მა ქორ­წი­ლი ნო­ემ­ბერ­ში გა­და­ი­ხა­და. ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს. რო­გორც ჩანს, ბერა და ნა­ნუ­კა ბედ­ნი­ერ დღე­ებს იხან­გრძლი­ვე­ბენ და სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა სულ რა­ღაც ერთი თვის წინ გა­ა­ფორ­მეს. ამ­ჯე­რად კი სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გამ­გზავ­რე­ბას გეგ­მა­ვენ. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­რონ თაფ­ლო­ბის თვე, ამის შე­სარ­ჩე­ვად დახ­მა­რე­ბა ბე­რამ "ინ­სტაგ­რა­მის" მიმ­დევ­რებს სთხო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ რა გა­და­წყდა, არა­ვინ იცის. რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ბე­რა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნა­ნუ­კამ მო­დე­ლო­ბა­ზე უარი თქვა და სამ­სა­ხუ­რიც და­ტო­ვა.



სოფო ლუ­ხუ­ტაშ­ვი­ლი და დათო კო­პა­ძე


სოფო ლუ­ხუ­ტაშ­ვი­ლის და ბიზ­ნეს­მენ დათო კო­პა­ძის ორ­წლი­ა­ნი ლავ-სთო­რი გა­სულ წელს ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. წყვილ­მა ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, რო­მელ­მაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა იმი­ტომ კი არ აა­ლა­პა­რა­კა, რომ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლებ­მა ან ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა იქორ­წი­ნეს, არა­მედ იმით, რომ ღია ცის ქვეშ, მე­ფე­თა სა­ვა­ნე­ში და­უ­ვი­წყა­რი წარ­მოდ­გე­ნა-სა­ნა­ხა­ო­ბა მო­ა­წყვეს. სოფო 11 წლი­დან პო­დი­უმ­ზე დგას, დათო კო­პა­ძე კი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია. მო­დელს სურ­და, ჟურ­ნა­ლის­ტი გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მთელ დროს მხო­ლოდ ქმარს და ოჯახს უთ­მობს. ისი­ნი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ და ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­საც სტუმ­რო­ბენ.

თოშა ქე­ბუ­რია და ქეთი ჟღენ­ტი


თოშა ქე­ბუ­რი­ას და ქეთი ჟღენ­ტის და­ქორ­წი­ნე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა. ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში იქორ­წი­ნა და სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. ქორ­წი­ლის მე­ო­რე დღეს კი მათ ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ნათ­ლეს. თოშა და ქეთი ერ­თად თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ. წყვი­ლი ძი­რი­თა­დად საფ­რან­გეთ­ში ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ხში­რად სტუმ­რო­ბენ სხვა­დას­ხვა ქვეყა­ნას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ახლა მე­ო­რე შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი თოშა ქე­ბუ­რი­ას გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ, ის ბა­ი­კე­რია. თუ წყვი­ლის "ინ­სტაგ­რა­მით" ვიმ­სჯე­ლებთ, ქმარ­თან ერ­თად მო­ტო­ციკ­ლით ხში­რად მისი ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლეც სე­ირ­ნობს.

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93