ულამაზესი ქართველი მოდელი ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძის ცოლია.
ისინი ერთ-ერთ ყველაზე შესაფერის ქართველ წყვილად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ერთმანეთს უზომოდ უხდებიან.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურები არიან და თუ მათი გამომწერი ხართ, ალბათ შენიშნავდით, რომ ანას როუზი ჰანტინგტონ უაიტლს ადარებდნენ.
ქართველი მოდელი ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოებს და ვიდეოებს, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
მოგვიანებით ანამ მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა: “Hey Jason!“. ცხადია, ამ ფაქტსაც მოჰყვა მხიარული გამოხმაურება და გამომწერებმა აღნიშნეს, რომ მათი აზრით, ლაშა ჯეისონს სჯობს.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ითქვა, ლაშა ლომიძემ ანა შელია პირველად 13 წლის ასაკში დაინახა და ძალიან მოეწონა. წლების შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ბათუმში ჩასულებმა ერთმანეთი ისევ დაინახეს. ლამაზი ისტორია დაოჯახებით დაგვირგვინდა და წელიწადზე მეტია ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრობენ.
„ანა, შენნაირი სილამაზე არ არსებობს დედამიწაზე, როგორ უხდებით“, "როგორი ლამაზები ხართ. უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ.“ - უწერენ წყვილს გულშემატკივრები.
ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე ფოტო, სადაც ანა და როუზი მართლაც ჰგვანან ერთმანეთს. თქვენ რას იტყვით?