საოცარ ქართველ წყვილს ულამაზესი გოგონა ევა ჰყავს.
ცოტა ხნის წინ, მოდელმა ანა ახვლედიანმა "ინსტაგრამზე" უსაყვარლესი ფოტოები გაავრცელა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას გაქრისტიანება ხარების დღესასწაულს დამთხვეოდა. ევა საგურამოში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში მონათლეს.
ეს თეთრებში გამოწყობილი პატარა ანგელოზი ანას და გიგის გულშემატკივრების გულს დიდი ხანია იპყრობს. წყვილმა უამრავი გულთბილი მილოცვა მიიღო.
ანა მეუღლესთან და შვილთან გადაღებული თბილი ფოტოებით ხშირად გვანებივრებს. ბედნიერი მშობლები გულწრფელი ემოციების გამოხატვას არ ერიდებიან.
გამორჩეული სილამაზის მქონე პატარა მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია.
ალბათ გეცოდინებათ ის, რომ ახვლედიანს მოდელ ბიანკა ბალტის დღემდე არაერთი ადამიანი ადარებს.
მათზე ამბობენ, რომ ერთმანეთს საოცრად ჰგვანან და ბევრი იმასაც მიიჩნევს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი წყვილია.