„მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი მოდელი ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებს და თბილ მიმართვებს არასდროს იშურებს.
ჯანეტ ქერდიყოშვილის პირად ცხოვრებაში რომ სასიამოვნო სიახლეებია, ალბათ, უკვე შეიტყობდით. მან პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთან ურთიერთობის შესახებ აპრილის თვეში განაცხადა. შეყვარებულებმა უამრავი გულთბილი მილოცვა მიიღეს. „ინსტაგრამის“ მიმდევრები წყვილს საქებარი სიტყვებით ავსებენ და ახალ ფოტოებს მოუთმენლად ელიან.
როგორც ჩანს, ჯანეტის სიმპათიურ და მოსიყვარულე ძმას, ჯეკო ქერდიყოშვილს დიპლომატობა სურს.
ჯეკო დაზე უმცროსია. როგორც ხედავთ, გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს, დის მსგავსად, გამოირჩევა და დიდი გეგმები აქვს. მოდელმა დაბადების დღის მისალოც პოსტში მას წასახალისებლად მომავალი პრეზიდენტი უწოდა.
მომხიბლავ ქალბატონს ოჯახთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა მოსწონს. მისი დედ-მამა ძირითადად მოსკოვშია, თუმცა, ცხადია, შვილთანაც ჩამოდიან და ჯანეტიც სტუმრობს ხოლმე.
ამბობენ, რომ დედას - ემა ხაჟომიას ძალიან ჰგავს, ხოლო თუ ფოტოებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ასეთი გარეგნობა ორივე მშობლისგან თანაბრად ერგო.
დაათვალიერეთ ჯანეტ ქერდიყოშვილის და მისი ოჯახის ფოტოები, რომლებიც სითბოთი და სიყვარულითაა გაჯერებული.