ყველა ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული- აღდგომა კარგად გასააზრებელი და დასაფიქრებელი რომ არის ეს ისედაც ვიცით.
თუმცა, ამჯერად მოდელმა და ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის აღდგომა მოელოცა და ამავდროულად თავისი აზრისა და ახალი გამოცდილების შესახებ ემსჯელა. როგორ უნდა გავზარდოთ შვილი, ისე რომ დამოუკიდებლად აირჩიოს რომელი სარწმუნოებაა მისთვის მისაღები, თუ თავიდანვე უნდა "ვასწავლოთ" რელიგიისადმი განსაკუთრებული სიყვარული? ნუკი სწორედ ამ საკითხზე გვცემს პასუხს:
"ქრისტე აღდგა!!!! გილოცავთ, ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.
იცით, მე საკმაოდ თანამედროვე და პროგრესული აზროვნების ვარ და ხშირად ჩემი აზრი განსხვავდება უმრავლესობისგან. თუმცა, როცა საკითხი რელიგიას ეხება, ადეკვატურად კოსერვატიული ვარ. რელიგია ჩვენი ქვეყნისა და ერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიას პატივი ვცეთ და გავუფრთხილდეთ. სულ ცოტა ხნის წინ კამათს შევესწარი. ერთი ამბობდა, ბავშვს არ მინდა თავზე მოვახვიო ჩემი ფასეულობებიო, გაიზრდება და თავად გადაწყვიტოს ქრისტინია თუ ბუდისტი. (თითქოს დავეთანხმე). მერე ვისთანაც კამათობდა მისი არგუმენტი გავიგე და შემრცხვა, რომ პირველს კინაღამ დავეთანხმე.
ასე ყველამ თუ მიანდო გადაწყვეტილება მოზარდსო, საერთოდ გაქრება რელიგია, ტრადიცია, ყველაფერიო.
ბავშვს თავიდანვე უნდა შთაუნერგო სწორი ფასეულობები, სხვა საკითხია მიყვება თუ არა, მაგრამ როგორც მშობელი ვალდებულები ვართ გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციებს და წესებს. ტყუილად არ არის "მამული, ენა და სარწმუნოება".
ახლა ემიგრაციაში ათასჯერ უფრო მეტად ვხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ სამს. ეს ის არის რაც ჩვენს მერე დარჩება და ყველაზე ძალიან გასაფრთხილებელია. მხოლოდ კვერცხს და ჭიქა ღვინოს ნუ მივუჭახუნებთ. ერთი წუთი დავუთმოთ ამ დღესასწაულის ახსნას ჩვენი შვილებისთვის. სულაც თუ ათეისტები ხართ (რაც ასევე რელიგიაა), საჭიროა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ აღდგომის შესახებ... "