ჰოლივუდში განქორწინება ხშირი მოვლენაა, მაგრამ "ოსკაროსანმა" მსახიობმა ტომ ჰენქსმა და რიტა უილსონმა 31 წელი გაძლეს ქორწინებაში. ტომ ჰენქსს ბედნიერი ქორწინების რამდენიმე წესი აქვს, რომელსაც გვიზიარებს.
1. არ დაქორწინდეთ 30 წლამდე
რიტამ და ტომმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. ამ დროისთვის ტომი დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა, რიტას კი - საქმრო. 3 წლის შემდეგ ტომი ცოლს გაშორდა და რიტას სთხოვა ცოლობა. "პირველი ქორწინებისას ახალგაზრდა ვიყავი. ოჯახი იმპულსებს აყოლილი არ უნდა შექმნა, ჯობია, 30 წლამდე არ დაქორწინდეთ".
2. დაუთმეთ, პრინციპულ სიტუაციებშიც კი
ტომი კათოლიკეა, რიტა - მართლმადიდებელი. რიტას ბერძნული ფესვები აქვს და მის გამო ტომმა რელიგია შეიცვალა. "რიტას ოჯახისადმი პატივისცემის ნიშნად, დაქორწინებამდე მის რწმენაზე გადმოვედი".
3. გაამხნევეთ ერთმანეთი
31 წლის მანძილზე უამრავი დაბრკოლება და სიხარული შეხვდათ, მაგრამ ისინი მუდამ ამხნევებდნენ ერთმანეთს. 1994 წელს "ფილადელფიაში" შესრულებული როლისთვის ტომმა "ოსკარი" მიიღო. სცენაზე მყოფმა მან თქვა: "მე აქ ვდგავარ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი, რომელთანაც ცხოვრება მაკავშირებს, ყოველდღე მაბედნიერებს თავისი სიყვარულით". 2015 წელს რიტას ძუძუს კიბო დაუდგინეს. ჰენქსი ცოლზე მზრუნველი და მომვლელი გახდა. ერთხელ კი თქვა: "ქედის ვიხრი ჩემი ცოლის მამაცობის წინაშე". წყვილმა ერთად დაამარცხა ავადმყოფობა.
4. გაახარეთ პარტნიორი წვრილ-წვრილი სიხარულით
რიტამ და ტომმა მთელი ქვეყანა შემოირეს. მოგზაურობა კიდევ უფრო აახლოებთ ერთმანეთთან. "ჩვენი გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ რიტა ჩემთვის მხოლოდ ცოლი, მეგობარი, დედა და საყვარელი არაა. ცხოვრება ვერ წარმომიდგენია მის გარეშე. რიტა ხშირად დამყვება გადასაღებ მოედნებზე, მაგრამ თუ წამოსვლა ვერ შეძლო, ვუტოვებ პატარა ბარათებს სასიამოვნო წარწერებით. თუ ერთად არ ვართ, დღის ფოტოაღწერას ვუგზავნი: ვის შევხვდი, რა გავაკეთე, რა მივირთვი და ა.შ."
5. მიიღეთ პარტნიორი ისეთი, როგორიცაა
სირთულეების დაძლევით რიტასა და ტომის ერთმანეთისადმი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება.
"რიტას ვუყვარდი გამხდარი, მსუქანი, მელოტი, თმიანი. ამ ქალს ვუყვარვარ და ეს გრძნობა მეც მაბედნიერებს".6. მთავარია, სწორი ადამიანი იპოვოთ
ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან ორჯერ "ოსკაროსან" მსახიობს, რაშია ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, რაზეც ჰენქსი ღიმილით პასუხობს:
"გამიმართლა, რომ სწორ ადამიანზე დავქორწინდი. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ".წყარო: adme.ru