უმშვენიერესი მოდელი ეფექტური გარეგნობით თავს წლების წინაც იწონებდა, თუმცა ახლა კიდევ უფრო დახვეწილია და დედობა ძალიან უხდება.
ის თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ცოტა ხნის წინ მარიამმა შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაურთო: "შენ ხარ ყველაფერი".
გაზაფხული ახალ მოტივაციასა და ფერებთან თამაშს მოითხოვს. მარიამი ფერებთან თამაშს არ მოერიდა და "ინსტაგრამზე" ძალიან საინტერესო ფოტოები შემოგვთავაზა, სადაც განსხვავებული მაკიაჟითაა.
ცხადია, მარიამმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელსაც კვლავ დადებითი გამოხმაურებები და ბევრი თბილი კომენტარი მოჰყვა: "აღფრთოვანებული ვარ თქვენი წყვილით", "რა მაგრები ხართ"...
მარიამი ქართველ და უცხოელ გამომწერებს მაკიაჟთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით პრაქტიკულ რჩევებსაც უზიარებს ხოლმე და მათ ეს ფაქტი ძალიან ახარებთ.
მოდელი კლასიკურზე მეტად თავისუფალი სტილის მოყვარულია და ჯინსებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა კლასიკურ სამოსსაც გემოვნებიანად არჩევს და მოხერხებულად იხდენს.
როგორც ხედავთ, თმაზე ექსპერიმენტების ჩატარებასაც არ ერიდება და ცდილობს, რომ ყოველთვის თანამედროვე სტილის ვარცხნილობა ჰქონდეს.