ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა უკვე რა ხანია, ერთად არიან.
თუ მათ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ურთიერთობაში გარკვეული ბალანსი აქვთ ნაპოვნი და პოზიტივს ასხივებენ. ერთმანეთი სპორტდარბაზში გაიცნეს, ერთმანეთს ხშირად ხედავდნენ და თანდათან სიყვარულიც გაღვივდა. ისინი თითქმის ყველა ფოტოზე იღიმიან, მოგზაურობენ და ცდილობენ, რომ ერთმანეთს ხელი ყველანაირად შეუწყონ.
ქეთის პირველი ქორწინებიდან ულამაზესი ანასტასია ჰყავს, დავითს კი - სიმპათიური ბიჭი ნიკოლოზი. შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს დავითმა შემდეგი რამ დააწერა: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო".
ქეთი "ინსტაგრამზე" რჩეულზე მეტად აქტიურობს და ემოციურ ფოტოებს და ვიდეოებს ხშირად გვიზიარებს. ახლახან ქეთის გოგონა ანასტასია 8 წლის გახდა. ის ძალიან აქტიური ბავშვია და დედის კვალს მიჰყვება.
წყვილი ცდილობს, რომ პროფესიულად განვითარდნენ, რაც ფოტოებიდანაც კარგად ჩანს. ორივე მებრძოლი და მოსიყვარულეა, შვილებზე გიჟდებიან და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მათ ყოველთვის უამრავ თბილ კომპლიმენტს ეუბნებიან. ქეთის საკუთარი აკადემიაც აქვს. მოსწავლეები მის მიმართ უდიდეს სიყვარულს ამჟღავნებენ, რაც ამ ვიდეოდანაც ჩანს.
ქეთის და დავითის ერთობლივ ფოტოზე ასეთ სახალისო კომენტარსაც წააწყდებოდით: „ისეთი წყვილია, ეშმაკმაც რომ უნდა დალოცოს“...
დავითი წლებია, რაც მორაგბეა, ქეთი კი - ტანმოვარჯიშე. ალბათ, ქეთი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ გემახსოვრებათ, სადაც მან დაგვიმტკიცა, რომ მთავარია, მთელი შემართებით მოინდომო და აუცილებლად გაიმარჯვებ.
ქეთის რჩეული არანაკლებ ნიჭიერია თავის საქმეში და გულშემატკივრები "ინსტაგრამზე" ასეთ კომენტარებს უტოვებენ: "კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სტაბილურად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, სულ ასე იქნება"... მას მეტსახელიც აქვს, რომლითაც ბევრი მიმართავს: "კაჭი".
წყვილი სამაგალითო დედ-მამაა და როგორც ხედავთ, არამხოლოდ ხასიათით, გარეგნულადაც ძალიან შეეფერებიან.
როგორც ხედავთ, ქეთიც და დავითიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვებიან და იდეალურ ფორმაში არიან. ფაქტი სახეზეა.