ოჯახი

ნუკი კოშკელიშვილი: "თავს ვიმხნევებ, დიეტა გრძელდება, მთავარია, გვქონდეს ბრძოლის უნარი"

ნუკი კოშკელიშვილი: "თავს ვიმხნევებ, დიეტა გრძელდება, მთავარია, გვქონდეს ბრძოლის უნარი"
"გუშინ ველაპარაკებოდი დეიდაჩემს და ასეთი რამ მითხრა: “სიგამხდრის გენის გადანერგვა ნეტავ შეიძლებოდეს, ერთხელ და სამუდამოდ მოვისვენებდი”(ისიც ჩემ დღეშია)". სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ნუკი კოშკელიშვილმა თავისი ახალი პოსტის დაწერა, რომელსაც ბევრი ქალბატონი მოუთმენლად ელოდებოდა. აი, რას ამბობს ის:

"რაზე დავფიქრდი, იცით? ძალიან ცხად რაღაცას ვიტყვი. ასე რომ, “კაი ერთით” ნუ მიპასუხებთ. მივხვდი, რომ ან ხარ დაბადებული ასეთი, ან არა...
იცით, რას ვგულისხმობ? არიან ადამიანები, დაიბადა, ასეთი გამხდარია, მაღალია, მეორე დაიბადა და საოცარი ნიჭი აქვს მუსიკის, მესამეს -
მათემატიკის. თითქოს გენში უდევს სულ ყველას მინიშნება, ვინ გამოვა შენგან კარგი. აი, ხომ გინახავთ გამხდარი, გაჩხიკინებული გოგოები, სამ შაურმას რომ ერთ ჭამაზე მიირთმევენ. ახლა ხომ ორი აზრი არ არის, რომ ამაში ხელს გენეტიკა უწყობს. ხოდა, მერე არის ის მეორე კატეგორია, რომელსაც არ უწყობს არაფერი ხელს და უბრალოდ საშინლად მიზანდასახულია. არ გამოსდის ეს მათემატიკა, მაგრამ სამმაგად თავს აკლავს და სწავლობს და მერე ხდება იმ “ნიჭიერია, მაგრამ ცოტა ზარმაცი”-ზე ბევრად მაგარი.
ალბათ, ეს სამყაროს ბუნებრივი გადანაწილების ხერხია, ან გაძლევს იმ უპირატესობას, ანდა განიჭებს ბრძოლისუნარიანობას და შენ თვითონ აღწევ დასახულ მიზანს. აქედან დასკვნა, მგონი, სულაც არ არის საჭირო, ვიყოთ გენეტიკურად დასაჩუქრებულები, მთავარია, გვქონდეს ბრძოლის უნარი, მიზანდასახულობა.. (თავს ვიმხნევებ #დიეტაგრძელდება)

ახლა ეს შემართებითი სულისკვეთება გვერდზე რომ გადავდოთ... რა გენს გადაინერგავდით, ნებისმიერის გადანერგვა თუ ჩანერგვა რომ შეიძლებოდეს? მე სამი რაღაც მინდა:
  1. სიგამხდრე, აი, რომ არ მედარდებოდეს და ვწუწუნებდე, “ვაიმე ძლივს ვიჭერ წონას, სულ ვხდები და ვხდები”;
  2. სიმღერა, როგორ მინდა, ერთი წავიმღერო ხოლმე, მაგრამ აი, არც სმენა არ მაქვს და ნუ ხმაზე ზედმეტია საუბარი...
  3. ფულის კეთება მინდა ვიცოდე. ზოგი დაბადებულია ამ ნიჭით, იზიდავენ ფულს, იციან ბიზნესის კეთება. სულაც ბიზნესი რომ არა, მაინც ახერხებენ და ფინანსურ სარგებელს პოულობენ ყველაფერში."

ნუკის ამ ახალ განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა: "ნუკი, რა ხანია უკვე ვკითხულობ და ვაკვირდები თქვენს პოსტებს და სიახლეებს. სულ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ რატომღაც სულ შედეგის მოლოდინში ვიყავი და დალოდება ვამჯობინე. მესმის თქვენი ზუსტად და აი, რატომ... მე ვიყავი 65-66 კგ. ვარ 167 სმ და ახლა ვარ 46-47 კგ. დიეტას რომ დავანებე თავი და ხელი ჩავიქნიე ერთხელ და სამუდამოდ, რომ არ დავსუსტებულიყავი, აი, სწორედ მაშინ დავიწყე დაკლება... დამიჯერე, ლაქტაციის პერიოდი რომ ჩაივლის, თავისთავად დაიწყებ დაკლებას. ეს აუცილებლად ასე იქნება, მეც ეგრე ვიყავი.", "ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, ისაა, რომ მშვენივრად გამოიყურები! სულაც არ გესაჭიროება სიგამხდრის გენი თუ როგორცაა და ამასთანავე, შენს სილამაზესაც ემატება ის ფაქტი, რომ ხარ შესანიშნავი "დედა", რომელიც ორმაგად ულამაზეს და შეუდარებელს გხდის! ასე რომ, დასკვნა: შეეშვი დიეტებს", "მე გასუქების ნიჭი მინდა, რომ წაქცევაზე არ ვიყო ორი შვილის დევნის შემდეგ. მუსიკის, სმენის, სიმღერის. ეჰ, არც ისეთ ნიჭზე ვიტყოდი უარს, ჰოპ და სარგებელს რომ ნახულობენ ყველაფერში".

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93