დადგა დრო, რომ შევარჩიოთ "ინსტაგრამზე" ის პოპულარული წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან უხდებიან და ამავდროულად, უამრავი გამომწერი ჰყავთ.
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - ალბათ, გასაკვირი არც არის, რომ ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და ულამაზესი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი გამომწერების რაოდენობას არ უჩივიან. თუმცა, ფაქტია, რომ რაც მათი ურთიერთობის შესახებ გავიგეთ, გამომწერების რაოდენობამ უფრო მოიმატა. ისინი ხშირად გვიზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს, რასაც დადებითი გამოხმაურება აქვს.
ანანო სახელაშვილი და ზვიად ლობჟანიძე - ანანო უკვე რა ხანია, რაც საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერნეტსივრცეში და მისი პირადი ცხოვრებაც ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს. წყვილს 12 მაისს ურთიერთობის 4 წელი შეუსრულდა. ახლახან ფოტოგრაფ ნათია ღაჭავასთან ორიგინალური ვიდეო და ფოტოებიც გადაიღეს. ერთი შეხედვით ბევრი შცდომაში შევიდა და ეგონათ, რომ ისინი დაქორწინდნენ, თუმცა შეყვარებულებმა აღნიშნეს, რომ საქორწინო სამოსი მხოლოდ გადაღებისთვის მოირგეს.
ვაკო ყაზაიშვილი და გვანცა ნიშნიანიძე - ამერიკაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ცოლზე სიგიჟემდეა შეყვარებული. მათ უსაყვარლესი პატარა გოგონა ჰყავთ, რომელსაც ემილია ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ სამაგალითო წყვილი სწორედ ასე გამოიყურება. აღსანიშნავია, რომ გვანცა მიმი შელინის და ქეთა თოფურიას მეგობარიც არის.