ოჯახი

ტოპ-5 ქართველი ცნობილი დედა, რომელიც შვილის საუკეთესო მეგობარია (ფოტო/ვიდეო)

ტოპ-5 ქართველი ცნობილი დედა, რომელიც შვილის საუკეთესო მეგობარია (ფოტო/ვიდეო)
ეს იმ ქართველ ცნობილ ქალბატონთა არასრული ჩამონათვალი გახლავთ, რომლებიც შვილებს დიდ დროს და სიყვარულს უთმობენ. შესაძლოა ზოგიერთ მათგანს სამსახურიდან გამომდინარე დროის ფაქტორიც უშლიდეს ხელს, მაგრამ მთავარი ხომ ისაა არიან თუ არა მათი საუკეთესო მეგობრები. ზოგიც მარტოხელა დედაა და ცდილობს, რომ შვილს დედობაც და მამობაც გაუწიოს.

მანიკა ასათიანი- მოდელსა და ტელეწამყვანს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც გიორგი ჰქვია. როგორც ხედავთ მანიკას შვილი ძალიან ჰგავს და ამას არაერთი ადამიანი აღნიშნავს. პოზიტიური და თბილი მანიკა მეგობრული და გამგები დედაა. თუ
ფოტოებს გადახედავთ მიხვდებით, რომ შვილთან საერთო ენის გამონახვა საერთოდ არ უჭირს.





შორენა ბეგაშვილი- ტელეწამყვანმა და მისმა მშვენიერმა გოგონამ- ევამ ერთად ბევრი რამ გადაიტანეს. სწორედ იმ პერიოდში გამოიკვეთა ის, თუ როგორი თავდადებული დედაა შორენა. შვილის ფოტოებს "ინსტაგრამზე" იშვიათად აზიარებს, თუმცა ჩვენ მაინც მივაგენით და ფაქტია, რომ ევა თანდათან კიდევ უფრო ლამაზდება.



ქეთა თოფურია- მომღერალი ხშირადაა ტურნეებზე, თუმცა გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ცდილობს, რომ თავისი უსაყვარლესი გოგონა- ოლივია ყველგან თან ატაროს. ეს ძალიან დასაფასებელი საქციელია. ოლივია კონტაქტური, მხიარული და მოსიყვარულე ბავშვია, რაც იმანაც განაპირობა, რომ სითბოს არ აკლებენ. პოზიტიური დედა-შვილი ხშირად მსგავს სამოსშიც გვევლინება. აღსანიშნავია, რომ სამოსის ხაზი ქეთას შექმნილია.





ნინი ბადურაშვილი- ტელეწამყვანსა და მომღერალს უსაყვარლესი ელენე ჰყავს.  ყოველთვის როცა ელენეს ახალ ფოტოს აქვეყნებს დედა-შვილისკენ სითბოსა და სიყვარულის წვიმა მიემართება.
ნინი მზრუნველი დედაა და დროის უქონლობის მიუხედავად მცდელობას არ იშურებს, რომ შვილს სიხარული მიანიჭოს.



მაკა ასათიანი- როდესაც მეგობრულ დედებზე ვიწყებთ საუბარს, შეუძლებელია არ ვახსენოთ უმშვენიერესი ქალბატონი, რომელიც შვილებს გმირულად უდგას გვერდით. მას სამი უსიმპათიურესი ვაჟკაცი ჰყავს, რომლებიც ინტელექტითა და სხვადასხვა ნიჭით არიან დაჯილდოვებული. კარგად აღზრდილი შვილები იმაზე მეტყველებს, რომ მაკა მხოლოდ მშვენიერი და წარმატებული ქალი კი არა, საოცარი ადამიანიც არის.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30