ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია მართლაც რომ მისაბაძი ცოლ-ქმარია.
გარდა იმისა, რომ ერთმანეთს უსაზღვროდ უხდებიან, ისინი მოსიყვარულე მშობლებიც არიან. მათი უმშვენიერესი გოგონა- ევა "ინსტაგრამის" მიმდევრებში ძალიან პოპულარულია. აღფრთოვანებული გამომწერები თბილი და მოსიყვარულე ოჯახის მიმართ საუკეთესო სიტყვებს არასდროს იშურებენ.
ცოტა ხნის წინ გიგის დაბადების დღე ჰქონდა და ანამ ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შეყვარებულები ჰოლივუდურ წყვილს არაფრით ჩამოუვარდებიან. მილოცვის ტექსტი სიყვარულით სავსე იყო: "ეს კაცი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემი ცხოვრების სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს. მიყვარხარ!"
"მსგავსი სილამაზის ბავშვი ჯერ საქართველოში არ მინახავს ობიექტური ვარ სრულიად"- დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.
აქვე თქვეს ისიც, რომ ანას მეუღლის ასეთი ჩართულობა ბავშვის აღზრდაში ძალიან კარგი და დასაფასებელი საქციელია.
მაისის თვეში წყვილმა რომანტიული ფოტოსესია მოიწყო.
ანამ თავისი ბავშვობის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ევა სასწაულად ჰგავს.
ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს როგორი გოგო გაიზრდება ევა და ფაქტია, რომ ასეთი მშობლების შვილი შეუძლებელია სხვანაირი ყოფილიყო.
ერთ-ერთმა უცხოელმა გამომწერმა განაცხადა, რომ გიგი და ანი მონათესავე სულები არიან, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს და ვფიქრობ ეს სრული სიმართლეა.