გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ხდის თავდაჯერებულს მამაკაცს? რა დაეხმარება თქვენს ქმარს მეტი ფულის გამომუშავებაში? რატომ არის ზოგჯერ საზიანო მამაკაცისთვის ცხელი აბაზანა? ამ კითხვებზე მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ.
●1● ტესტოსტერონი მამაკაცს აგრესიულს არ ხდის. გამოკვლევების შედეგების უმეტესმა ნაწილმა ცხადყო, რომ მოჭარბებული ტესტოსტერონი მამაკაცებს თავდაჯერებულობას მატებს. ამის გასარკვევად ჩაატარეს ექსპერიმენტი, როდესაც მათ ფულზე თამაში შესთავაზეს და ისეთ ადამიანთან შეაჯიბრეს, რომელიც მასზე უკეთესი სოციალური სტატუსითა და მონაცემებით გამოირჩეოდა.
●2● მამაკაცები, რომლებიც სამსახურში წასვლის წინ ცოლებს კოცნიან, მეტ ფულს გამოიმუშავებენ.
კილსკის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც მეუღლეს დილით კოცნიან, 5 წლით მეტს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც საპირისპიროდ იქცევა. ასევე იშვიათად ხვდებიან ავარიაში, გამოიმუშავებენ 20-35%-ით მეტს და უფრო მეტი შანსი ეძლევათ, რომ ხელმძღვანელის პოსტს გამოჰკრან ხელი.
ერთი მხრივ, კოცნის შემდეგ ენდორფინებისა და დოფიმინების დიდი რაოდენობით გამოყოფა ხდება. ეს ხომ სიამოვნების ჰორმონები გახლავთ. სიამოვნების ჰორმონი პირდაპირპროპორციული ხდება იმისა, რომ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა და ამის გათვალისწინებით მამაკაცებში შრომისუნარიანობაც მატულობს.
●3● იცოდით, რომ მამაკაცის წვერებში მეტი ბაქტერიაა, ვიდრე ძაღლის ბეწვში?
შვეიცარიის პირსანდენის კლინიკაში მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ მამაკაცის წვერებში მეტი მიკრობია. ზოგიერთს კი ისეთი ბაქტერია აღმოაჩნდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. აღსანიშნავია, ბევრმა გამოკვლევაზე უარი განაცხადა.
●4● მამაკაცებმა ჯაკუზში გართობის შემთხვევაში რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინონ. ასევე მაშინაც, თუ ცხელი აბაზანის მიღებას აპირებენ.
დადგინდა, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოებზე 2-4 გრადუსით მეტი ცხელი წყალი იწვევს გადახურებას და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს. ასევე, მამაკაცებს მკვლევარები, თუ ლეპტოპი ახალი ჩართულია, მის მუხლებზე დიდხანს დადებასაც არ ურჩევენ. რაც შეეხება ჯაკუზს და დაუბალანსებელ, ცხელ წყალს, ეს არანაკლებ საშიშია.
●5● მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს თავდაპირველად მამაკაცები იცვამდნენ. ეს ამბავი კი ჯერ კიდევ X საუკუნიდან იღებს სათავეს. ამბობენ, რომ მაღალ ქუსლებზე დგომა მაშინ მამაკაცებს ისრების უკეთ სროლაში ეხმარებოდა. XVII საუკუნეში კი შაჰ-აბასს მიაწერენ ერთ მსგავს მოვლენას. არსებობს ცნობები, რომ მან ევროპაში მოგზაურობის დროს იხილა მამაკაცებზე ფეხსაცმელები და "მაღალი ქუსლების მოდა" იქიდან ჩამოსვლის შემდეგ შემოიტანა.