ოჯახი

ღალატის 5 მთავარი ნიშანი, რომელსაც შეიძლება ვერ ამჩნევდით

ღალატის 5 მთავარი ნიშანი, რომელსაც შეიძლება ვერ ამჩნევდით
არავინ შეგიდგენთ გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ზუსტ მოცემულობას მიიღებთ, თუ რას ნიშნავს თითოეული საქციელი, რომელიც თქვენი საყვარელი ადამიანისგან გაფიქრებთ და გაეჭვებთ. თუმცა, არსებობს გარკვეული დებულებები, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ რას ნიშნავს ესა თუ ის ქმედება.

1● ღალატის პირველ ნიშნად შეიძლება ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ მამაკაცი თავის თავს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე სხვა ნებისმიერ რამეს. შენმა შეყვარებულმა შეიძლება სრულიად განაახლა თავისი გარდერობი და სარკის წინ დიდხანს ტრიალებს, დაიწყო დიეტა და სპორტსაც დიდ დროს უთმობს. ეს იმიტომ, რომ
სურს გამოიყურებოდეს იდეალურად. ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელიც დიდ დროს ატარებს ფიტნეს-კლუბში, უფრო ტრაბახაა, ვიდრე ის ვინც ამას ნაკლებად აკეთებს. ცხადია ეს ყველას არ ეხება, თუმცა ლოგიკას მოკლებულიც არაა.


2● ძალიან ხშირად ურეკავს ვიღაც და სალაპარაკოდ სხვა ოთახში გადის. მიჩნეულია, რომ ეს არამხოლოდ ღალატის ნიშანია, არამედ უთავმოყვარეობისაც. ეს ძალიან დამამცირებელია ქალისთვის, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი თანდასწრებით ხდება.


3● თუ შენი რჩეული 30 წლამდეა, უფრო დიდი შანსია რომ მისი შეცვლა შეძლო. ხოლო თუ 30 წელს გადააბიჯა, მაშინ უკვე სანერვიულოდ გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ ეს შუახნის კრიზისის გამოვლენაა. ამ ასაკში მამაკაცს, რომელსაც თავგზა აქვს აბნეული - ათასი სისულელის ჩადენა შეუძლია.

მაგალითად: მოულოდნელად წავა სამოგზაუროდ და ამისთვის მიზეზები სულაც არ დასჭირდება. პასუხად კი შეიძლება იყოს: "იმიტომ, რომ აბა როდის, თუ ახლა არა?".
  • მამაკაცი რომელიც ღალატზე ფიქრობს ან უკვე გღალატობთ, ცდილობს, რომ ბოლომდე დამალოს ბევრი რამ, თუმცა ხშირ შემთხვევაში იცის, რომ სისულელეს სჩადის.


4● როდესაც სახლში ხშირად აგვიანებს და იმიზეზებს, რომ თათბირზე იყო, ან ექიმთან ვიზიტის გამო შეაგვიანდა. ამ დროს ის შეიძლება ერთ-ერთ ქალს სასტუმროში ხვდებოდეს და ესეც მორიგი ტყუილი იყოს. ცხადია აქ დაფიქრება გმართებთ, რომ მართალი ადამიანი მატყუარად არ შერაცხოთ. თუ ეჭვები გაქვთ ეს არ უნდა შეიმჩნიოთ და სწორი სვლები გააკეთოთ, რათა მის თვალში ეჭვიან ქალად არ იქცეთ.



5● ნაკლები სექსი. დიახ, კომპეტენტური ადამიანების აზრით, ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. შენ იცი, რომ ის ჯანმრთელია, არც გადაღლილია და ამის მიუხედავად ნაკლებად ამჟღავნებს ემოციებს. თუ ხასიათი ძირეულად შეიცვალა და ისტერიკებს ხშირად მართავს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სულაც სხვა უყვარდეს. ადამიანს, რომელსაც უყვარხართ მეტი დაფიქრება უწევს იმაზე, რომ ნაკლებად გაგაღიზიანოთ. შესაბამისად ის ჩხუბის დროსაც ეცდება რომ "ბოლომდე არ აიშვას".



  • ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კრიზისი იწყება თანაცხოვრების, ან გნებავთ ურთიერთობის- პირველი 3 წლის შემდეგ. მომდევნო კრიზისი კი მათივე დაკვირვებიდან გამომდინარე 7 წლის შემდეგაა. ეს ორი ურთულესი და გადამწყვეტი პერიოდია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. თუ წყვილმა ეს გამოცდები წარმატებით გადალახა და გაუძლო- კარგია. არ დაგვავიწყდეს, რომ პრობლემების გარეშე არც ერთი ურთიერთობა არ არსებობს. ამიტომ, მოდი არ შეგვეშინდეს და ვიბრძოლოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31