საოცარ ქართველ წყვილს ულამაზესი გოგონა ევა ჰყავს.
ცოტა ხნის წინ მოდელმა ანა ახვლედიანმა "ინსტაგრამზე" უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა. ალბათ, ძალიან რთულია, მსგავს ვიდეოს შეხედო და უეცრად პოზიტიურმა ტალღამ არ გადაგიაროს.
ანა ახვლედიანი და გიგი ბერაია ნამდვილად იღბლიანი წყვილია, რადგან საოცარი გოგონა ჰყავთ. ევას ფოტოებს უამრავი ადამიანი ელის ხოლმე, მათ შორის, არაერთი უცხოელი გამომწერი. ისინი არანაკლებ აღფრთოვანებულები არიან.
აი, როგორ თბილ და ემოციურ კომენტარებს უწერენ პატარა პრინცესას: "საოცრებაა ეს ბავშვი", "სასწაულია. ასეთი ლამაზი ბავშვი არსად არ მინახავს", "იცით რა მაინტერესებს? როგორ უძლებთ, რომ არ გადასანსლეთ?"..
უსაყვარლესი პატარა ძალიან მხიარული და კონტაქტურია, რაც ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ბავშვი მშობლის მხრიდან მზრუნველობასა და სიყვარულს პატარაობიდანვე გრძნობდეს. გიგი და ანა მისაბაძი მშობლები არიან.
იხილეთ ახალი ფოტოები: