ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის წყვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია.
მათ წელს პირველი შვილი შეეძინებათ. როგორც გაირკვა, ისინი ბიჭს ელოდებიან, რომლის სახელის სავარაუდო ვერსიები საზოგადოებისთვის უცნობია.
ცოტა ხნის წინ ბერამ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" ცოლთან გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც რომანტიული წარწერა დაურთო. რეპერმა აღნიშნა, რომ საყვარელ მეუღლესთან გატარებული ყოველი დღე თანდათან უფრო და უფრო მშვენიერია. ეს ყოველივე კი უკვე მეტია, ვიდრე სიყვარული.
ახალ ფოტოს გულთბილი კომენტარები მოჰყვა: "ნანუკა დაუჯერებლად ლამაზია", "შესანიშნავი წყვილი ხართ", "არ გაგნელებოდეს ეს სიყვარული არასოდეს, "ეს მარადიული სიყვარულის ისტორიაა" და ა.შ..
წყვილი ბოლო დროს ერთად გადაღებულ ფოტოებს ნაკლები ინტენსივობით აქვეყნებდა. "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებს, სადაც ნანუკას მუცელი ეტყობა ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს.
ბერას მეუღლე საკმაოდ აქტიური ორსულია. ცდილობს, რომ უახლოესი მეგობრების დაბადების დღეებს დაესწროს და ფაქტია, რომ მშვენივრად გამოიყურება.