მომღერალი ანდრია გველესიანი თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად ესპანეთში ისვენებს. წყვილმა "ინსტაგრამზე" საოცრად რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
ანდრიას გული მშვენიერ მსახიობ გოგონას ეკუთვნის, რომელზეც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ იქორწინა. მისი რჩეული მაიკო ვაწაძეა.
შეგახსენებთ, მსახიობებმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და ლამაზი სიყვარულის ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო.
როგორც ხედავთ ისინი ამჟამად მადრიდს სტუმრობენ.
რთული მისახვედრი არაა, რომ ანდრეა და მაიკო- თბილი, მოსიყვარულე წყვილია.
ანდრეა გველესიანი ესპანეთში მეგობრებსაც შეხვდა.
ესპანეთში წასვლამდე ცოლ-ქმარი რაჭაში იმყოფებოდა, საიდანაც არანაკლებ პოზიტიური პოსტები შემოგვთავაზეს.