ცოტა ხნის წინ კახი კალაძემ თავის "ინსტაგრამზე" ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი და ანუკის მეოთხე ვაჟი ნიკოლასიც არის.
ამ დრომდე დიზაინერი ანუკი არეშიძე ნიკოლასთან ერთად გადაღებულ ფოტოებში მის სახეს სანახევროდ, ან საერთოდ არ აჩენდა.
შესაბამისად გამომწერებს და არამხოლოდ მათ- ინტერესი კლავდათ. ცხადია ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთმა გამომწერმა ასეთი კომენტარიც დაწერა: "აი, პატარაც ვნახეთ, ანუკი ხუმრობდა მის ფოტოებს ქორწილამდე არ განახებთო".
"როგორ ველოდებოდი ამ პატარა სიხარულს", "კახი მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ 4 ბიჭს უზრდის საქართველოს"- წერენ გამომწერები.
პოლიტიკოსი საკუთარ "ინსტაგრამზე" შვილების ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
ანუკის და კახის ძალიან სიმპათიური ბიჭები ჰყავთ. გადავხედოთ მათ ოჯახურ ფოტოებს.